გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტისადმი მიმართვის დროს მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრებზე. დავით კირვალიძისა და ირაკლი ალასანიას გათავისუფლებაზე ისაუბრა.
პრეზიდენტს აზრით ორივე შემთხვევამ ქვეყანა დააზიანა.
„პარლამენტს ხელთ აქვს მთავარი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შეუძლია, გახდეს ევროინტეგრაციის რეფორმათა ფლაგმანი. ასევე, პარლამენტი უნდა იყოს გარანტი მთავრობის სტაბილურობისა. არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომლის მუშაობამაც სტიმული მისცა სოფლის მეურნეობას და შემდეგ სწორედ ეს მინისტრი ეჭვმიტანილი აღმოჩნდა კორუფციაში, რაც შემდეგ არ დამტკიცდა და თან ამ ქმედებას არაფერი არ მოჰყვა. მეორე მინისტრი, რომელიც ნატო-მ სწორედ სამინისტროს გამჭვირვალეობის შექმნისთვის აღიარა, მისი თანამშრომლები კორუფციაში დაადანაშაულეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოლიტიკოსები დისკრედიტაციისგან. პარლამენტი კი სტაბილურობის გარანტი უნდა იყოს,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






