თავდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 11:22, 14 Nov, 2014     1024

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა. ორთვინ ჰენინგი თავდაცვის სამინისტროში გერმანიის სამხედრო ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ ბერნარდ ჰოპთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. თავდაცვის მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისა და შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მინდია ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„გერმანულ მხარესთან ორი ძირითადი მიმართულებით ვითანამშრომლებთ. პირველი, ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდა და ურთიერთობა ამ მიმართულებით. ხოლო, მეორეს მხრივ, მუშაობა ჩვენი ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებების რეალიზების კუთხით. შევთანხმდით, რომ ამ თემაზე გვექნება სამუშაო რეჟიმი და მუდმივი კონსულტაციები. იმედი გვაქვს, რომ ამ ურთიერთობებს ჩვენი უწყების ინტერესებისთვის გამოვიყენებთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა გამოხატა გერმანიის ელჩმაც. „თავდაცვის ახალ მინისტრთან ძალიან მეგობრული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ. შეხვედრაზე ჩვენ საქართველოსა და გერმანიის შეიარაღებულ ძალებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. აღვნიშნე, რომ თავდაცვის სამინისტროს გუნდთან კარგი თანამშრომლობა გვქონდა. მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება“ - განაცხადა ორთვინ ჰენინგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42