სადაც არის, მე ვაძლევ პირობას, კახას სახელით დავიხსნით საქართველოს - სააკაშვილი
პოლიტიკა - 09:47, 14 Nov, 2014     6304
"გაოგნებული და თავზარდაცემული ვარ. დღეს, პირველად არ პასუხობდა ჩემს სატელეფონო მესიჯებს… კი გამიკვირდა და მერე შემატყობინეს…
კახა აღარ ჰყავს საქართველოს.

ერთად ვიყავით ალბანეთში სექტემბერში და ცოტა ხნის წინ ბრიუსელში ჩამომაკითხა, სადაც ჩემთან საქმეზე ლაპარაკის გარდა, ჩემს ნიკუშას უყვებოდა სხვადასხვა სასაცილო ისტორიებს და არწმუნებდა კარგად სწავლის აუცილებლობაში. თითქმის ყოველ დღეს ვურეკავდით ერთმანეთს და ბოლოს გუშინ ვესაუბრე. მრავალთვიანი ნერვიულობის შემდეგ ბევრად უფრო მხნედ მომეჩვენა.

რუსეთიდან წასვლა 2004 წელს მოუხდა, მაგრამ ამას საერთოდ არ განიცდიდა, პირიქით უხაროდა. საქართველოს იძულებით დატოვება კი მისთვის უმძიმესი იყო. ქვეყნიდან ამ რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ წავიდა. თვლიდა, რომ ან დააპატიმრებდნენ ან მინიმუმ პასპორტს ჩამოართმევდნენ. ბოლო თვეებში ძალიან განიცდიდა, რომ თავისი სიმწრით ნაშენები უნივერსიტეტების მიტოვება მოუხდა. ლონდონში ჩამოაყალიბა იურისტების ჯგუფი და ასევე ცალკე ორგანიზაცია ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად. ძალიან ჩქარობდა, ჩემზე მოუთმენელიც იყო - ბოლო სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ მითხრა - ბევრი დრო არ გვაქვს და უახლოეს თვეებში უნდა დავიხსნათ საქართველოო. 15 ნოემბრის აქციის მომზადებაშიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა.

კვირის ბოლოს კიევში ვფიქრობდით შეხვედრას. ახლა უკვე საიდუმლო აღარაა, რომ უკრაინაში ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ მის ერთ-ერთ წამყვან სამთავრობო პოსტზე დანიშვნას და ამის საბოლოოდ შესათანხმებლად ჩადიოდა. საქართველოდან გააძევეს და ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყანა აწინაურებდა და სთხოვდა დახმარებას. თვლიდა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობით ქართულ საქმეს გააკეთებდა.

ერთდროულად სიკეთის განსახიერება და ბოროტებასთან შეურიგებლობის ეტალონი. დიდი ისტორიული მასშტაბის ეროვნული და მსოფლიო მოღვაწე გარდაიცვალა... ოფიციოზისგან მოძულებული და დევნილი, ის მთელი ცხოვრება სინათლეს სთესდა. სადაც არის, მე ვაძლევ პირობას, ზუსტად ვიცი, რომ შუშის კოლბაში დაბუდებული ბოროტების სიხარული ნაადრევია. მე პირადად კახას და ჩემს თავს ვპირდები, რომ მის ნაცვლადაც გავაგრძელებ ბრძოლას! წყვდიადი დიდხანს ვერ გაგრძელდება! კახას ნაცვლადაც გავცემთ პასუხს ბუმბერაზის მდევნელ ქონდრისკაცებს და მისი სახელითაც დავიხსნით ჩვენს საქართველოს!", - წერს სააკაშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42