საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
მისი შეფასებით, ეს ქვეყნის გადარჩენისთვის გამართული აქციაა და მასში მონაწილეობა აუცილებელია.
„მე მახსენდება, რომ 2008 წლის 1 სექტემბერს მილიონმა ქართველმა ჩაკიდა ერთმანეთს ხელი და ჩადგა ჯაჭვში. მაშინ პუტინი საქართველოს დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას არ აპირებდა. თქვენ გახსოვთ, რომ თითქმის ნახევარი საქართველო ჰქონდა ოკუპირებული. ჩემი აზრით ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან ჯარი გაიყვანა, იყო ის, რომ საქართველოში ვერ იპოვე მეხუთე კოლონა და მილიონობით ქართველი ჩაადგა ჯაჭვში დღეს მას და მსოფლიოს სხვა შთაბეჭდილება აქვთ. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოში ძლიერია მეხუთე კოლონა, დღეს ბევრი ადამიანი მზად არის მას უცეკვონ და უმღერონ. დღეს მას ჰგონია, რომ საქართველოს იმუნიტეტი დაკარგული აქვს და ის ადვილი ლუკმაა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ქართველმა საზოგადოებამ ხმა ამოიღოს. ეს აქცია ღირსების აღლუმია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "კურიერთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






