ირაკლი ალასანია პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს
პოლიტიკა - 18:03, 13 Nov, 2014     1387

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა. გიორგი მარგველაშვილთან საუბრის შემდეგ, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:

„საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა დაგეგმილი გვქონდა და ერთმანეთს გავუცვალეთ მოსაზრებები, შეფასებები შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ქვეყანაში, მე ბუნებრივია მქონდა მოსახსენებელი ის თემები, რომელიც დაწყებული იყო თავდაცვის სამინისტროში, რომლის საქმის კურსშიც იყო პრეზიდენტი და იმედი გამოვთქვით, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება, იმიტომ რომ უკავშირდება სწორედ იმ მთავარ ამოცანას, ეროვნულ ამოცანას, რომ ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ, სამხედრო ძლიერებაზე, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე გვქონდა საუბარი.

ბუნებრივია, იმედი გამოვთქვით, რომ სასამართლო და გამოძიება წარიმართება, ახლა უკვე საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეებზე, ღიად და ობიექტური ჭეშმარიტება დადგება, საზოგადოება კი დაინახავს თუ რა მიღწევები ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს ბოლო ორი წლის განმავლობაში.

ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით პროდასავლური პოლიტიკური ძალები გაძლიერდეს და ქვეყანამ გააძლიეროს ინსტიტუტები და ინსტიტუტები იღებდეს მონაწილეობას ქვეყნის მართვაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42