მერიამ მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა
პოლიტიკა - 16:19, 13 Nov, 2014     1771

ქალაქ თბილისის მერიამ 5 მიწისქვეშა გადასასვლელის რეაბილიტაციისთვის 110 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 29 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბერს დასრულდება. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2015 წელს დამთავრდება.

ტენდერი გამოცხადდა გმირთა მოედნის მიწისქვეშა კომპლექსის, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიისა და ჭაბუკიანის ქუჩის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გადასასვლელის, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მერიის შენობის მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელის, შავთელის ქუჩაზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელისა და გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ მაგისტრალზე (ყოფილი იპოდრომის და "მზიური"-ს მიმდებარე ტერიტორიები) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

პროექტის ფარგლებში, შეილესება კედლები და ჭერი, დაიგება ფილები, მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი და მოეწყობა ახალი სანიაღვრე ცხაურები, აღდგება ხუფები, გადასასვლელებში დამონტაჟდება ელექტროგანათების სისტემები, სათვალთვალო კამერები და ეკრანები.

მიწისქვეშა გადასასვლელებში საპირფარეშოების მოწყობაც იგეგმება. გმირთა მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში აღდგება არსებული და მოეწყობა ახალი საპირფარეშო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შავთელის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის საპირფარეშოს, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის მერიის შენობის მხარეს მიწისქვეშა გადასასვლელში კი მოეწყობა ახალი საპირფარეშო.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ტენდერის კიდევ 6-ი მიწისქვეშა გადასასვლელის სრულ რეაბილიტაციაზეც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42