საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ აუდიტის სამსახურის განცხადებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. ალასანიამ განმარტა თუ რა ვითარებაში და რისთვის დაიწყო შემოწმება მის ყოფილ უწყებაში. „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ საუბარია პირადად მის პოლიტიკურ დევნასთან:
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მუშაობა რაც ერთად გაწია ჩემმა სტრუქტურამ და აუდიტის სამსახურმა წარმოაჩენს იმ რეალურ სურათს, რაც არის თავდაცვის სამინისტროში. მთავარი ის კი არ არის რომელი კონკრეტული უწყება რა ურთიერთობაში იყო თავდაცვის სამინისტროსთან, ახლა ყველაფერი ერთად კონცენტრირდება თავდაცვის სამინისტროს და ჩემს წინააღმდეგ, მე მოთმინებით ველოდები რომ განსაჯაროვდეს ის საქმე რაც პროკურატურამ დაიწყო. ამას პოლიტიკური სარჩული აქვს და სხვა არაფერი. მე მოთმინებით ველოდები რეალურად დაიწყოს გამოძიების ღია პროცესი. ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომ საზოგადოებამ გაიგოს რასთან გვაქვს საქმე და სიმართლე გაირკვევა, მე ამაში დარწმუნებული ვარ და უდანაშაულო ადამაინები გათავისუფლდებიან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






