საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველო, ქართული კომპანიების სახით, ქალაქ მინსკში გამართულ გამოფენაზე PRODEQSO-2014 პირველად იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივ და სხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოებული საკვები პროდუქციის გამოფენასა და დეგუსტაციას ითვალისწინებს. გამოფენის ფარგლებში ტარდება მასტერკლასები და მრგვალი მაგიდები, სადაც სხავდასხვა ქვეყნის მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ.
„პროდექსპოს“ მე-20 საერთაშორისო გამოფენის ოფიციალურ საზეიმო გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობა, რაც საშუალებას იძლევა ხელი შევუწყოთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი ქართული სტენდი ბელარუსის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა დაათვალიერეს და ქართული ღვინის დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნადეჟდა კატკავეცმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გამოფენაზე მაღალხარისხიანი პროდუქციითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა, ისეთი პროდუქცია, რომელიც ბელარუსში არ იწარმოება.
გამოფენის ფარგლებში ქართულ სტენდზე წარმოდგენილია ქართული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის, ქართული ღვინო, ჭაჭა, ხილისწვენები, ლუდი, ასევე, ჩურჩხელებისა და ჩირების ნაირსახეობა, ტყლაპი, თხილი, ნიგოზი, ჩაი, მურაბა, ჯემი, ტყემალი და სუნელები.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ ქართულიკომპანიები: „სარაჯიშვილი“, „შუხმანი“, „ქიმერიონი“, „ზედაზენი“, „დუგლაძეებისღვინისკომპანია“, „ნატახტარი“, „ბაგრატიონი“, „გურიელი“, „ფლატე“, „ჩარგალისწყაროები“, „ელკანა“, „აგროფირმაქობულეთისჩაი“, „მეგობრობა“, „ბიოპქოდუქტი“.
ქალაქ მინსკში გამართულ საერთაშრისო გამოფენაზე PRODEQSO 2014 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს და ასობით კომპანიაა წარმოდგენილი.
საერთაშორისო გამოფენა „პროდექსპო“ 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






