აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა კაიდო სირელთან და პროექტების მენეჯერთან კეროლინ სტამფერთან გაიმართა. შეხვედრას ჩირიკბას მოადგილე კან ტანიაც ესწრებოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე განიხილეს ის პროექტები, რის განხორციელებასაც ევროკავშირი თვითაღიარებულ რესპუბლიკაში აპირებს.
„კაიდომ ვიაჩესლავ ჩირიკბას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც გაცილებით ეფექტურად ხორციელდება ევროკავშირის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათი უმრავლესობა გალის რაიონში მუშავდება, საუბარი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციასაც შეეხო. ასევე ისაუბრეს სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხზეც“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






