იუსტიციის მინისტრი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროზე დასკვნა მოამზადა. თეა წულუკიანის თქმით, აუდიტის სამსახური არა მხოლოდ თავდაცვის უწყებაშ, არამედ იუსტიციის სამინისტროშიც იყო შესული.
„აუდიტის სამსახურმა ჩვენთან დაკავშირებითაც მოამზადა დასკვნა, რომელსაც ველოდებით. ამიტომ რაღაც განსაკუთრებულს, რომ აუდიტის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროზე დასკვნა მოამზადა, მე პირადად, ვერ ვხედავ, რადგან იუსტიციის სამინისტროშიც იყო აუდიტის სამსახურის შემოსული და ეს ჩვეულებრივი შემოწმების პროცესია. მეც ველოდები ჩემს სამინისტროსთან მიმართებაში რას იტყვის აუდიტის სამსახური", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული შემოწმების მასალები პარლამენტში რამდენიმე დღეში გადაიგზავნება. როგორც ცნობილია, აუდიტის სამსახურის მასალები არ შეეხება ე.წ. კაბელებისა და სამხედროების კვებასთან დაკავშირებულ საქმეებს.
"ჩვენ გვაქვს მასალები, რომლებიც უკავშირდება სხვა ტიპის შესყიდვებს, რაზეც ინფორმაციას მივაწვდით ნდობის ჯგუფს," - აღნიშნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა.
მასალის გამოყენების პირობები






