ყაზახეთი საქართველოს მეგობარი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორია - ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 10:32, 13 Nov, 2014     1160

საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხარეები დაინტერესებულნი არიან კერძო სექტორის დონეზე კავშირების აღდგენით, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ტურიზმის განვითარებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების პოპულარიზაციით და მეცნიერების, განათლების, ინფორმატიკის, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებით.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას.

შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტსა და პრემიერს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათ უახლოეს მომავალში საქართველოში უმასპინძლებს.

„ყაზახეთი საქართველოს მეგობარი და ტრადიციულად, უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რასაც დღევანდელი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყნების სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას - მივესალმებით საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო უწყებების რეგულარულ ურთიერთქმედებას პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ასევე ორი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ პერსპექტივებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა ყაზახეთის მთავრობის მეთაურმა. კარიმ მასიმოვი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ასტანაში, საქართველო-ყაზახეთის თანამშრომლობას სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დონეზე აიყვანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42