მივლინებიდან დაბრუნებულ პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზურაბ აბაშიძეს დღეს ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. ზურაბ აბაშიძე მისი ვიცე-სპიკერობიდან უმრავლესობის მიერ შესაძლო გადაყენებასთან დაკავშრებით დავით უსუფაშვილთან შეხვედრას გეგმავს.
ზურაბ აბაშიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ პარლამენტში დაკავებული თანამდებობების შენარჩუნება გადაწყვიტეს. მისივე თქმით, ამ პოსტზე მისი დარჩენა პარლამენტის რეგლამენტს არ არღვევეს.
ცნობილია, რომ აბაშიძის ადგილზე, უმრავლესობა 10 კანდიდატს განიხილავს.
„ეჭვი მეპარება, რომ უმრავლესობაში ყველა ერთ აზრზე იყოს და ეს ძალიან კარგია, მე რომ მინისტრი ვყოფილიყავი, აუცილებლად გადავდგებოდი, მაგრამ საპარლამენტო ცხოვრება აბსოლუტურად სხვა არის. არანაირი რეგლამენტის დარღვევა ეს არ იქნება, როდესაც პოლიტიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ
მასალის გამოყენების პირობები






