შესაძლოა შერჩევითი სამართლის საკითხმა გავლენა მოახდინოს- ევროპარლამენტარი
პოლიტიკა - 21:58, 12 Nov, 2014     1298
ბრიუსელში საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე იმსჯელეს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის დახურულ სხდომაზე საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი განიხილეს. სხდომას უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინიც ესწრებოდა. რადგან მომდევნო კვირაში საქართველო ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე ფედერიკა მოგერინი საქართველოს პრემიერთან ერთად სხდომის თანათავმჯდომარე იქნება

საუბარი შეეხო რეზოლუციის პროექტსაც, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით მიიღებენ.

საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის ელმარ ბროკის განცხადებით, დახურულ შეხვედრაზე, ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ ისაუბრეს და ევროპარლამენტმა ამ პროცესისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ბროკის თქმით ამასთანავე ისინი შეშფოთებულები არიან ახალი ბრალდებებით და შერჩევითი სამართლის გამო.

„მთავრობის შემადგენლობის შეცვლის უფლება ნებისმიერ ქვეყანას აქვს, მაგრამ თუ ეს გულისხმობს იმას რომ ევროპული პროექტის ნაკლები ამბიცია ექნებათ, ამას გავითვალისწინებთ. რაც შეეხება რეზოლუციას, მასში აუცილებლად იქნება შეტანილი ხარვეზები, ისე, როგორც ყველა შემთხვევაში. შესაძლოა შერჩევითი სამართლის საკითხმა გავლენა მოახდინოს, მაგრამ ევროპარლამენტარების უმრავლესობას საქართველოსთან ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება სურს“- განაცხადა ელმარ ბროკმა.

კომიტეტის მომდევნო სხდომა 17 ნოემბერს გაიმართება, ამ სხდომაზე უნდა მოხდეს რეზოლუციის საბოლოო ტექსტის მიღება.


წყარო "რუსთავი 2"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42