ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტში გამოსვლისას მთავრობის საგარეო კურსი გააკრიტიკა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის განცხადბთ, სანამ რუსეთი საქართველოს ანექსიას ახორციელებს, მმართველი სამარცხვინოდ სდუმს, დაკავებულია სკამებისათვის ბრძოლით და გაუთავებელი ინტრიგებით თავის გუნდში, ივანიშვილი კი ისტორიულ ქვეყანას პატარა სოფელს ეძახის. წიკლაურმა საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ იწყება გადამწყვეტი ბროლა საქართველოსთვის და მათ ერთობლივი მოქმედებისაკენ მოუწოდა.
"ოსეთის პირით არის გამოცხადებული, რომ თრუსოს ხეობას უნდა დაესხნენ თავს და ეს განზრახვა არის გახმოვანებული. დაღესტნიდან კახეთში გაყავთ სიკვდილის გზა, რომელიც მიზნად ისახავს არა მარტო საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის და ამიერკავკასიის დამორჩილებას. რას აკეთებს საქართველოს მთავრობა? ქვეყნის მთავრობა დაკავებულია ოპოზიციაზე თავდასხმით, ქვეყნის მთავრობა დაკავებულია პასკვილების წერით "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ. ეს მთვრობა დაკავებულია სკამებისათვის ბრძოლით და გაუთავებელი ინტრიგებით თავის გუნდში. რუსეთი ისე სპობს საქართველოს დამოუკიდებლობას, რომ მსოფლიო საზოგადოებას ჩვენ მთავრობა არაფერს არ ეუბნება, პროტესტს არ აცხადებს, რადაგან ეს არის ივანიშვილის დოქტრინის წინააღმდეგ, საქართველო არ უნდა იქცეს დაპირისპირების საგნად დასავლეთსა და რუსეთს შორის. ხალხი უნდა გამოვიდეს ქვეყნის ინტერესების დასაცავად ხალხს აქვს უფლებაც და მოვალეობაც მაშინ, როდესაც მმართველი სამარცხვინოდ დუმს და წარმოდგენა არ აქვს ისტორიულ წარსულზე. ისტორიული სირცხვილია, როდესაც ივანიშვილის ამბობს, რომ საქართველო არის სოფელი. თუ საქართველო პატარა სოფელია, მას არ სჭირდება საგარეო პოლიტიკა, მას არ აქვს უფლება ხმა ამოიღოს, თუ საქართველო პატარა სოფელია, მას მომავალი არ აქვს - ეს უპირისპირება ჩვენი თაობების ბრძოლას. 15 ნოემბერს მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რომ საქართველო არ არის პატარა სოფელი, არის დიდი წარსულის ქვეყანა, ვიდრე რომელიმე რუს ოლიგარქს წარმოუდგენია. მთელმა საქართველომ უნდა თქვას, რომ საქართველო არ არის ივანიშვილი, არამედ საქართველო არის ქართველი ხალხი, როდესაც მისი ხელისუფლება ყიდის ქვეყნის ინტერესებს, იწყება გადამწყვეტი ბროლა საქართველოსთვის. ერთად გავაპროტესტოთ ხელისუფლების გამყიდველობა და ერთხელ და სამუდამოდ, შევაჩეროთ ივანიშვილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსეთიდან არის მოვლენილი", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






