გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას განიხილავს
პოლიტიკა - 16:12, 12 Nov, 2014     899

გაეროში უკრაინის წარმომადგენლის იური სერგეევის განცხადებით რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება, ამის შესახებ შეტყობინება მან ტვიტერზე გაავრცელა. მისი მტკიცებით, ბოლო მოვლენები ამასთან დაკავშირებით ეჭვს აღარ იწვევს და გაერო-მ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს.

დღეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას გაერო-ს უშიშროების საბჭო განიხილავს. ევროპაში ნატო-ს ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინაში შეიარაღების გახშირებული გადაადგილებით შეშფოთებულია, ბრიდლავმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთში კვლავაც იმყოფებიან და სეპარატისტ მებრძოლებს წვრთნიან. გარდა ამისა, გენერლის განცხადებით, რუსეთმა ყირიმში ატომური იარაღის გადასატანი საშუალებები გადაისროლა.

უკრაინული წყაროების ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირება გამყოფ ხაზზე კვლავაც გრძელდება. უკრაინულმა არტილერიამ დონეცკის ოლქში რუსული რეაქტიული დივიზიონი გაანადგურა, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქია. სეპარატისტებმა გრადებით ქალაქი სჩასტიე დაბომბეს, რის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. სროლა ისმოდა დონეცკის აეროპორტშიც.

შეშფოთება უკრაინაში შექმნილი ვითარებით გერმანიის კანცლერმა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი სანქციების შემოღებას ჯერჯერობით საჭიროდ არ მიიჩნევს.

"ჩვენ არ ვართ კმაყოფილი სიტუაციით უკრაინაში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ვერ ვხედავთ. როგორც უკვე ვთქვი, ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მივიჩნევთ. თუმცა, ვაპირებთ, შევისწავლოთ, საჭიროა თუ არა იმ პირების ჩარევა, ვინც არალეგიტიმურ სტრუქტურებთან კონტაქტს დაამყარებს. პროცესი გრძელდება და ახალი სანქციების დაწესებას არ ვგეგმავთ. კონცენტრირებულები ვართ ჰუმანიტარულ საკითხებზე ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მერკელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42