იმყოფება თუ არა ე.წ. კანონიერი ქურდი ლავასოღლი ბატუმსკი საქართველოში, ეკა ბესელია აცხადებს, - "ეს ინფორმაცია მე არ მექნება, მაგრამ გივი თარგამაძეს ექნება აუცილებლად და იქნებ კითხოთ, სად არის?". როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აღნიშნა, ის მსგავსი თემებით დაინტერესებაში მოტივს ვერ ხედავს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებით შემოიფარგლება.
"რატომ უნდა დავინტერესდე? მე მაინტერესებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტები, ირღვევა თუ არა მათი უფლებები. ე.წ. კანონიერი ქურდები სად შემოდიან, სად გადიან და სად დადიან, გივი თარგამაძეს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს", განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდები მინდია გორაძე, ვარლამ კუხიანიძე(ვატია) და სერგო ღლონტი(გუგა), კიევის ერთ-ერთ რესტორანში ე.წ. კრიმინალური "სხოდკის" დროს, ოქტომბრის ბოლოს დააკავეს. ლავასოღლი ბატუმსკი, იგივე მინდია გორაძე კი უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოში გამოაძევეს. 32 წლის გორაძეს უკრაინაში დაბრუნება 3 წლით ეკრძალება.
მასალის გამოყენების პირობები






