ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი თამარ ბერუჩაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
"მინდა, მივულოცო ქალბატონ ბერუჩაშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდა ქალბატონ მაია ფანჯიკიძესთან და ველოდებით, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება იმ ფონზე, როცა საქართველო აგრძელებს წინსვლას ევროატლანტიკური სურვილების მისაღწევად", - განუცხადა რიჩარდ ნორლანდმა დღეს ჟურნალისტებს.
დიპლომატის განცხადებით, მასსა და ბერუჩაშვილს შორის შეხვედრა უკვე ჩანშნულია. ასევე აღსანიშნავია, რომ ნორლანდი თავდაცვის ახალ მინისტრსაც, დანიშვნის პირველივე დღეებში შეხვდა და მას მტკიცე თანამშრომლობა აღუთქვა:
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მინისტრის ოფისი დაუკავშირდა ჩემ ოფისს და ჩვენი შეხვედრა უკვე დანიშნულია. შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალ დილით გაიმართება", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
მასალის გამოყენების პირობები






