„თავისუფალმა საქართველომ“ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით კამპანია დაიწყო. პრემიერის გადაყენების საფუძვლად კი შემდეგ მიზეზებს ასახელებენ:
1) პრემიერმინისტრი არის მარიონეტი.
2) პრემიერმინისტრი არის პოლიტიკურად უმწიფარი.
3) სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში და გამოსულია კონსტიტუციური სივრციდან.
4) პროკურატურა და პოლიცია გამოიყენება პოლიტიკური დევნის იარაღად.
5) პოლიცია კვლავაც რჩება ერთ დიდ მონსტრად და არ არის მისგან გამოყოფილი უშიშროების სამსახური.
6) კვლავ მიმდინარეობს უკანონო მოსმენები და ხელისუფლება ყველანაირი ხერხებით ცდილობს, შეინარჩუნოს ადამიანებზე ტერორის ეს მექანიზმი.
7) არ მომხდარა წინა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური ტერორის შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ საქართველოს მოქალაქეებზე წართმეული ქონების დაბრუნება, გარდა ერთი შემთხვევისა, როცა ქონება დაუბრუნდა ბატონ ივანიშვილს.
8) ფართოდ არის გავრცელებული და წახალისებული ნათესავებისა და ნათელ-მირონების დანიშვნა (ნეპოტიზმი) საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
წყარო: გაზეთი "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






