ვინმეს სჯერა, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება? - გრიგოლ ვაშაძე
სოც.მედია - 01:08, 12 Nov, 2014     3153
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, საზოგადოება ,,ივერიას“ დამფუძნებელი გრიგოლ ვაშაძე სოციალურ ქსელში სპორტის თემას ეხმაურება და ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე წერს. გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ თემურ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვება არ არის გამოსავალი და მისი ლანძღვის შემდეგ არცერთი წარმატებულ ქართველს არ მოუნდება სამშობლოში მოღვაწეობა.

,,ერთი კვირაა არ ვარ საქართველოში, ამიტომ ბ-ნ თემურ ქეცბაიას ინტერვიუს მოსმენამ დაგვიანებით მომიწია.

მე პირადად რამდენიმე შეკითხვა დამებადა.

მართლა სჯერა ვინმეს, რომ ბ-ნ ქეცბაიას მიერ პოსტის დატოვებას ნაკრების კარგი თამაში მოჰყვება? არა, მართლა გჯერათ?

შეიძლება იქ, სადაც გაცხარებული ბუკმეკერული აღებ-მიცემობა მიდის, სადაც 18-19 წლის ნიჭიერ ბავშვებს საზღვარგარეთ მესამეხარისხოვან კლუბებში ყიდიან, რაც კარიერის დამამთავრებელი ტრავმებით მთავრდება, სადაც ფული თუ არა გაქვს, ბავშვს სექციაში ვერ მიიყვან, სადაც მატჩის დროს ცემა-ტყეპა რიგითი მოვლენაა, მაგარი ფეხბურთის თამაში დაიწყოს, წავა თუ არა ქეცბაია?

თუ, დავუშვათ, ნაკრების მწვრთნელი არ იმსახურებს თავის ხელფასს, ვინმეს სჯერა, რომ "ჩვენი" ფეხბურთი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებულ 7 მილიონიან დოტაციას იმსახურებს?

სჭირდება ვინმეს "პროფესიული" საფეხბურთო ლიგა, რომელსაც თითქმის მთლიანად სახელმწიფო (ანუ ჩვენ!) აფინანსებს?

ქეცბაიას (და არა მარტო!) ლანძღვა-გინების შემდეგ, რამდენ წარმატებულ ქართველს მოუნდება სამშობლოში დაბრუნება და აქ მოღვაწეობა?

და ასე შემდეგ...

მაქვს წინადადება: ფული გადავამისამართოთ რაგბში და კალათბურთში, და ვისაც ფეხბურთი უნდა, იყვნენ ცოტა ხნით თავისი ენთუზიაზმის ამარა, გვაჩვენონ, რა შეუძლიათ.

და იქნებ სახელიც გამოგვეცვალა სპორტისთვის, თორემ უხერხულია, ესპანეთშიც ფეხბურთი ერქვას და ჩვენთანაც“, - წერს გრიგოლ ვაშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42