თევზაძის თქმით ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვს გმოიყენა.
„მან ამ ხალხის დაპატიმრება გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური თამაშისთვის. ის როგორც ჩანს ამ ყველაფრისთვის ემზადებოდა და ეს კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა პარტიაში დაბრუნება დაანონსა“-ამბობს დავით თევზაძე.
თევზაძემ აგრეთვე განაცხადა რომ დაპატიმრებული ადამიანების თანამდებობები ნათლად მიანიშნებს თავდაცვის სამინისტროსაა და გენერალურ შტაბს შორის ფუნქციების აღრევაზე.
,,ჩვენ გვავიწყდება უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაგრამ იმის მიხედვით, თუ ვისი დაპატიმრებაც მოხდა, ცალსახად მიანიშნებს, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს შორის, სულ ცოტა, ფუნქციები იყო აღრეული. ამაზე პასუხისმგებელი კი სტრუქტურის ხელმძღვანელი ნამდვილად არის“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






