საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ პრემიერი მიერ მისი მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს კიდევ ერთხელ უპასუხა. როგორც გადაცემა „არჩევანში“ ფანჯიკიძემ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამი მისთვის „ძალიან მძიმე იყო“.
„პრემიერს ამ თემაზე პირადად ჩემთან არასოდეს უსაბრია. ადამიანურად ეს ჩემთვის მოულოდნელი და მძიმე იყო. მინდა შვეახსენო პრემიერს, რომ 2011 წლის ბოლოდან „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი, 2012 წლის მარტში „ქართული ოცნების“ პრესპიკერად დავინიშნე და მე ვიყავი ადამიანი, რომელიც „ნაციონალების“ უმსგავსო საქციელს პირველი აჟღერებდა ორშაბათის ბრიფინეგბში. ეს იყო ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამბავი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხებულიყო. ჩვენ ეს მოვახერხეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ ერთი წლის განმავლობაში ყოველ დღე აკეთებდე კომენტარს იმის თაობაზე რა გაგიკეთა „ნაცმოძრაობამ“, და უცებ ხდები იმ ძალის ლობისტი ვისაც ებრძოდი?. მე ესე იოლად პოზიციებს არ ვიცლი. მე როგორც პრესსპიკერის რანგში ვლაპარაკობდი „ნაციონალებზე“ ისე ვსაუბრობდი ევროპაში... როგორც ჩანს ზოგიერთისთვის მეხსიერება ძალიან მოკლეა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






