საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა. როგორც გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა პრემიერის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„მივესალმები პრინციპული ადამიანების დაწინაურებას. გამომდინარე იქიდან, რომ ნაირ-ნაირი ვერსიები ვრცელდებოდა ეს მოულოდნელი არ იყო“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
დამატებითი შეფასების გაკეთება ფანჯიკიძემ აღნიშნულ საკითხზე არ ისურვა.
რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილის თანამდებობიდან წასვლას და ისევ დაბრუნებას, ფანჯიკიძის თქმით, მისთვის ეს მოულოდნელი იყო.
,,პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე არ დამირწმუნებია თანამდებობა დაეტოვებინა. როდესაც ჩემს კოლეგიას ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილება, მე არც ერთი მოადგილისთვის და ელჩისთვის არ მითხოვია ჩემთან ერთად წამოდითქო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილის გადაწყვეტილებას, გადადგომიდან მეორე დღეს მან დამირეკა და მითხრა, რომ პრემიერის თხოვნით ადგილზე რჩებოდა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






