ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა, რომელზეც კოლიციის წევრებს მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგი უნდა შეეთანხმებინათ, ივანე კიღურაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პროტესტი განათლების კანონში შესატან ცვლილებებს მოჰყვა, რომლის დეტალებზეც უმრავლესობის წევრები არ საუბრობენ.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კიღურაძემ მოითხოვა კანონში შესულიყო მუხლი, რომლის თანახმად უნივერსიტეტებს მათ მიერ მიღებული შემოსავალი დამსახურებული პროფესორ მასწავლებლებისთვის უნდა გადაერიცხათ. აღნიშნულ მოთხოვას უმრავლესობის წევრები არ ეთანხმებიან. თავად კიღურაძემ ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
მანამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე პრემიერთან ერთად მსჯელობდნენ. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრების საპარლამენტო თანამდებობაზე დარჩენის საკითხი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






