„დანიშნულ იქნა ის, ვინც მოგვევლინება როგორც "მოღალატე" და "სიტყვის გამტეხი“
პოლიტიკა - 19:06, 11 Nov, 2014     3962

„საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნაზე არაფერს დავწერდი და კომენტარს არ გავაკეთებდი, როგორც არასოდეს გამიკეთებია მის წინამორბედზე რამეთუ ეს სცილდება კორეკტულობას და ყოფილ მინისტრმა თავისი კოლეგები არ უნდა განსაჯოს...

მაგრამ დღევანდელ შემთხვევაში არ შეიძლება არ გავაკეთო კომენტარი არა პირადად ახალ მინისტრზე - რა ჩემი საქმეა?- არამედ იმ უაღრესად დამამძიმებელ მოვლენაზე რომელიც ეხება მისი დანიშვნის გარემოებებს: დანიშნულ იქნა ის ვინც დღეს მოგვევლინება როგორც “მოღალატე” და “ სიტყვის გამტეხი” ... ბერუჩაშვილი იმით არის ცნობილი დღეს, რომ გუშინ გვაფრთხილებდა კურსი შეიცვალაო და გადავდექიო და მეორე დღეს გადათქვა სიტყვა! მე ვერ ვიტყვი ამ ორი პოზიციიდან რომელი იყო სწორი - და ეს მისი გადასაწყვეტი იყო - მაგრამ ფაქტი რომ ამის გამკეთებელი ადამიანი არის შერჩეული ძალიან ბევრის მთქმელია:

- ერთი ის რომ გრძელდება ჩვენ ქვეყანაში მაგალითების გაქრობა... ახალგაზრდამ ვერ უნდა უყუროს რომელიმე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ფიგურისკენ და იფიქროს ეს არის მაგალითი რომელსაც გავყვები. და ქვეყანა უმაგალითოდ არის სიკვდილის პირს მისული ქვეყანა!

- მეორე ეხება მართველობის სტილს და ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი - ბევრის შემდეგ (პლასტელინა, ბუღალტერი განათლების სამინისტროში, 28 წლის მარად შექებული "თალიბან მინისტრი", და ასე შემდეგ) გადაგმული მთავრობის მარიონეტის თეატრად გარდაქმნისა. მეთოდი უკვე ჩამოყალიბებულია: მხოლოდ მართვადი, მხოლოდ უხერხემლო, მხოლოდ ის ვინც წინააღმდეგობას ვერ გაუწევს და თავისი აზრი არ გააჩნია... ეს შერჩევის მეთოდი არა ახალია ძველია ... "ვისაც გააფუჭებ შენია”.... ეს იმ დროს როცა საქართველოს როგორც არასოდეს სჭირდება გამბედავი, შემოქმედი, მიზანმიმართული მთავრობა რათა უსერიოზულეს დღევანდელ გამოწვევებს გაუმკლავდეს !!!!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42