საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი საგარეო უწყების პირველ პირად თამარ ბერუჩაშვილის დანიშვნას ეხმაურება.
მისი თქმით, თამარ ბერუჩაშვილს განსაკუთრებული პრინციპულობის გამომჟღავნება სჭირდება, რადგან ქვეყანა სერიოზული საფრთხეების და გამოწვევების წინაშეა.
„ეს მისი არჩევანია, მის არჩევანს პატივს ვცემ საპასუხისმგებლო თანამდბეობაზე დაინიშნა რაც მთავარია ამ თანამდებობას პრინციპულობის გამომჟღავნდება და განსაკურებული შემართება სჭირდება. მე მინდა ვუსურვო მას, რომ ეს პრინციპულობა გამოამჟღავნოს და განსაკუთრებული შემართება გამოავლინოს, რადგან ჩვენი ქვეყანა სერიოზული საფრთხეების და გამოწვევების წინაშეა. აქედან გამომდინარე მას ეს პრინციპულობა გამოადგება“, - განაცხადა ზალკალიანმა.
პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი ცოტა ხნის წინ წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები






