,,გარდა იმ საკითხებისა, რაზეც საუბარი იყო პრეზიდენტთან, მათ შორის ტელევიზიებში განთავსებულ სოციალურ რეკლამაზეც, მე ჩემი მხრიდან პრეზიდენტთან სამი საკითხი დავაყენე. კერძოდ, ჩემი აზრით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაზეც სახელმწიფოს მეთაურმა უნდა იზრუნოს, არის ის, რომ უნდა ვიფიქროთ სახელმწიფო მოხელეთა ინსტუტუტის გაძლიერებაზე, რომ სხვადასხვა პარტიების ხელისუფლებაში მოსვლის დროს არ იცვლებოდნენ სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლები. მათი სამსახურეობრივი მდგომარეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიულ ცვლილებეზე, არამედ მათი კარიერული წინსვლა უნდა განისაზღვრებოდეს მათ პროფესიონალიზმით. ეს ადამიანები უნდა იყვნენ პოლიტიკის მიღმა და თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები უნდა გამოხატონ მხოლოდ არჩევნებზე და ტაშს არ უნდა უკრავდნენ მინისტრებს, ხოლო შემდეგ უკვე, ამ ადამიანებს არ უნდა ათავისუფლებდნენ სამსახურიდან იმის მიხედვით, დაუკრა თუ არა ტაში ამა თუ იმ მინისტრს. ამაზე პრეზიდენტი დამეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს ნამდვილად მოსაგვარებელია.
მეორე საკითხი, რაზეც მე გავამახვილე ყურადღება გახლავთ ის, რომ ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს პრეზიდენტის აზიურ ოთახში. შეხვედრაზე იქვე აღვნიშნე, რომ იქ მე ვნახე ძალიან ბევრი ალბომი, მათ შორის ბერლინის და სხვადასხვა ქალაქების არქიტექტურის, მაგრამ ვერ ვნახე ვერცერთი ქართული ალბომი. ქართულად ვერაფერი წავიკითხე. ამაზე პრეზიდენტმა მიპასუხა, რომ ის ძალიან იშვიათად მართავს ამ ოთახში შეხვედრებს, სულ რაღაც მეათედ და დამპირდა, რომ მომავალში აუცილებლად გაითვალისწინებს.
და მესამე საკითხი, რაზეც პრეზიდენტს შენიშვნის სახით მივმართე, ეხებოდა საპრეზიდენტო რეზიდენციის გუმბათზე გამოფენილ დროშას, რომელიც ძალიან გაცრეცილია, გახუნებულია და კარგი იქნება თუ შეცვლით-თქო. მიპასუხა, რომ აუცილებლად შეცლიან. პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე არ შეიძლება დაძენძილი დროშა ეკიდოს, ეს ხომ სოფლის გამგეობა არ არის, რომ ყურადღება ვერ მიაქცციო?“, - განახადა ბონდო მძინარაშვილმა ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






