„ირაკლი ალსანიას საფრანგეთში ვიზიტის დროს, იქ მოხდა ისეთი რაღაც, რამაც საქართველოს ხელისუფლება აიძულა რადიკალურად ექმოქმედა“, - ამის შესახებ „ქრონიკა +“-სთან საუბრისას ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.
„საფრანგეთში მოხდა ისეთი რაღაც, რამაც საქართველოს ხელისუფლება აიძულა რადიკალურად ექმოქმედა. ამ ძებნაში შეიძლება ისეთ თემას გადავაწყდეთ, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების ნაწილია და ამის თქმის უფლება არავის აქვს. მოხდა გაცილებით გამაღიზიანებელი რამ ხელისუფლებისთვის, ვიდრე სააკაშვილთან შეხვედრა იქნებოდა. ჩემი აზრით პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში უნდა ვეძებოთ. საუბარია იმაზე, რომ ალასანია საფრანგეთში იარაღის შესაძენად იყო წასული. მე არ ვიცი რა ტიპის იარაღზე იყო საუბარი, ასევე არ ვიცი ვისგან უნდა ეყიდათ ეს იარაღი“, - აცხადებს არეშიძე.
მისი თქმით, ირაკლი ალასანია ბევრჯერ ითამაშა დამოუკიდებელი თამაში ამ ორი წლის განმავლობაში.
„ირაკლი ალასნაიამ ბევრჯერ ითამაშა დამოუკიდებელი თამაში ამ ორი წლის განმავლობაში - ერთხელ ნატოს საწვრთვნელ ბაზასთან დაკავშირებით თქვა რაღაც, რაც მერე ღარიბაშვილმა უარყო; გაიხსენეთ ასევე ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება საქართველოში „პატრიოტის“, სარაკეტო სისტემის განლაგების თაობაზე, რასაც ასევე ძალიან მწვავე რეაქციები მოჰყვა. შემდეგ სირიელი მეამბოხეების მოსამზადებელ ბანაკებზე თქვა რაღაც, რაც ასევე უარყვეს. ეს ყველაფერი იმის ნიშანი იყო, რომ დამოუკიდებელ თამაშს თამაშობდა“, - აცხადებს არეშიძე.
რაც შეეხება თავდაცვის ექს-მინისტრის განცხადებას, რომ ქვეყანამ ევროპული კურსიდან გადაუხვია, არეშიძე უაპელაციოს უწოდებს.
„ალასანია ან ტყუის, ან ვერ ბედავს საქართველოს უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე არგუმენტების დასახელებას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეორე დღეს შეცვალა თემა საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით და განაცხადა, პროკურატურა გვებრძვისო. ორიენტაციის თემაზე აღარ ლაპარაკობს. მოკლეთ ჯერ ერთი, სიტყვა-სიტყვით გაიმეორა „ნაციონალების“ ნათქვამი და მეორეც - ამ სისულელის თქმა, როგორც პოლიტიკოსის უმწიფრობაზე მოქმედებს, ან ვერ გაბედა იმის თქმა რაც სინამდვილეში მოხდა და ხდება. რაც შეეხება დასავლეთის მხარდაჭერის საკითხს, საკმაოდ ზომიერი განცხადება გაკეთდა ამერიკაში მაკკეინის გუნდიდან.
ამას მოჰყვა ზომიერი შეფასება თეთრი სახლის მხრიდანაც ანუ დასავლური შეშფოთებები აღარ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა რაღაც ხდებოდა, შეიძლება ალასანიას წასვლა მარტო ღარიბაშვილის სურვილ არ იყო - არ არის გამორიცხული, რომ ირაკლი ალასანიამ ადამიანური შეცდომა დაუშვა და ისეთი რამ თქვა საფრანგეთში ვიზიტის დროს,რაც მიუღებელი იყო არამარტო საქართველოსთვის, ასევე მიუღებელი იყო მთლიანად ჩვენი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა არეშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






