გენშტაბის ყოფილი უფროსი ალასანიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას უარყოფს
პოლიტიკა - 16:02, 11 Nov, 2014     2485

გენშტაბის ყოფილი უფროსი გენერალი გიგი კალანდაძე, გაზეთ „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გიგი კალანდაძემ პროკურატურას ჩვენება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მისცა:

„ მინდა გამოვეხმაურო 2014 წლის 10 ნოემბრის გაზეთ Prime Time-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: " ექსკლუზივი - გიგი კალანდაძემ ჩვენება ალასანიას წინააღმდეგ მისცა".
აღნიშნულ სტატიაში მოყვანილია ფაქტები, რომლებიც ჟურნალისტის განმარტებით, თავდაცვის სამინისტროდან სანდო წყაროზე დაყრდნობით იქნა მოპოვებული. სტატიაში საუბარია იმაზე რომ მე, გენერალმა კალანდაძემ თითქოსდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ი. ალასანიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენების საფუძველზე მივიღე უფლება საქართველოს პროკურატურისგან თავისუფლად დამეტოვებინა საქართველო და გავმგზავრებულიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე საუბარია იმაზე რომ, თითქოსდა ჩემს წინააღმდეგ პროკურატურაში არსებობს მასალები საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით, რაც სრული აბსურდია. რაც შეეხება 2013 წლის ივლისის თვეში, ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც უშუალოდ ეხებოდა ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს სიმართლეა მაგრამ, აღნიშნული საქმის შესახებ არცერთხელ არ ვყოფილვარ დაკითხული საქართველოს პროკურატურის მიერ.
საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მინდა განვმარტო რომ მე, დღესდღეობით ნამდვილად არ ვიმყოფი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო რაც შეეხება ჩემს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად არანაირი ნებართვას და მხარდაჭერას არ ვსაჭიროებდი.
P.S. აღნიშნული სტატიიდან გამომდინარე, შემდგომში რომ არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მოვუწოდებ ჟურნალისტებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების საფუძველზე მსგავსი სტატიების გამოქვეყნება.“- წერს კალანდაძე სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ , რომ გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ ჩვენება თავდაცვის ექს-მინისტრ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მისცა. გამოცემის ცნობით, კალანდაძე შეერთებულ შტატებში იმყოფება.

"როგორც თავდაცვის სამინისტროდან ჩვენი წყარო გვიყვება, ქვეყნიდან წასვლამდე მან გამოძიებას ჩვენება ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მისცა. კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა კალანდაძე, ამას წყარო არ აკონკრეტებს“ წერს „პრაიმტაიმი“ 10 ნოემბრის გამოცემაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42