დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი რუსეთში საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას აპროტესტებს. იგორ ახბა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიას მიუღებელს და უპერსპექტივოს უწოდებს.
ახბას თქმით დოკუმენტი, რომელიც უნდა გაფორმდეს აფხაზეთსა და რუსეთს შორის, არ იქნება მიღებული იმ ფორმით რა ფორმითაც რუსეთმა შესთავაზა აფხაზეთს.
ახბა განმარტავს, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ სახელწოდებაც კი უნდა შეიცვალოს და შეთანხმებას აღარ უნდა ერქვას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება“. დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა რუსების მიმართ აფხაზეთისთვის სუვერენიტეტის შენარჩუნებაა და შესაბამისად მათთვის საქართველოს ხელისუფლების შეთავაზება ავტონომიასთან დაკავშირებით საინტერესო აღარ არის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ახბას პოზიციას უსაფუძვლოს უწოდებს იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთში მზადდება ე.წ. მემორანდუმი რუსეთსა და აფხაზეთს შორის, სადაც საერთოდ არ არის საუბარი დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე.
„ახლა არის 21-ე საუკუნე და აქ საუბარი არ არის იმ ავტონომიაზე, რაც მათ 90-იან წლებში გააჩნდათ. საუბარია თანამედროვე სახელმწიფოში არსებულ შესაძლებლობაზე მისი თვითმყოფადობის განვითარებასა და ევროპისკენ სვლაზე“, - აღნიშნა ყოლბაიამ „კურიერის“ ჟურნალისტთან საუბრისას.
http://rustavi2.com/
მასალის გამოყენების პირობები






