"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოსახლეობას რუსული ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდებენ. განცხადება პარტიის სახელით გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
„ჩვენი მთავარი ტკივილი ეს არის სამაჩაბლო და აფხაზეთი, უნდა გვახსოვდეს. ჩვენ სოციალურ პრობლემებსაც გამოვასწორებთ, ეკონომიკასაც გავაუმჯობესეთ, მაგრამ თუ ტერიტორიულ მთლიანობაზე დღეს არ გავიღვიძეთ, დღეს არ ვთქვით ხმამაღალი სიტყვა, ხვალ შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. პროვკაციები ძალიან ბევრი გვინახავს ხელისუფლების მხრიდან - ეს იყო აქციებზე, ღონისძიებებზე მივარდნა, მაგრამ შესაბამისად, მონაწილეთა რაოდენობა იყო იქ ძალიან მცირე. არ მგონია იმდენად უვიცი და უსუსური იყოს ხელისუფლება, რომ ათობით ათასი ადამიანი სადაც შეიკრიბება, მოვიდეს და პროვოკაციის ორგანიზება მოახდინოს“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსული ოკუპაციისა და ანექსიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია 15 ნოემბერს გაიმათება.
მასალის გამოყენების პირობები






