"სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთი გამოცხადდეს სუვერენულ ტერიტორიად"
პოლიტიკა - 12:09, 11 Nov, 2014     2345

რუსეთის ჯავახკის დიასპორა მიიჩნევს, რომ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვის და დაშლის საფრთხის წინაშეა. ამასთან დაკავშირებით დიასპორა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, დიასპორა თვლის, რომ სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთი სუვერენულ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს.

"ძვირფასო თანამემამულენო!

საქართველო საფრთხეშია! ჩვენ საჯაროდ და არაერთხელ გაფრთხილებდით საქართველოს მიერ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის და მისი დაშლის საფრთხეზე და აი, უკვე სახეზეა ამის გარკვეული აშკარა ნიშნები. ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყნის მტრების მიერ შემუშავებულია მოქმედებათა გეგმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ინიცირების, ხელისუფლების შეცვლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად. საქართველოში ახლოვდება ახალი რევოლუცია, ან გულწრფელად რომ ვთქვათ - სახელმწიფო გადატრიალება, რაც ქვეყანას აპრიორი საბოლოო გაქრობისკენ მიიყვანს.

ამასთან დაკავშირებით მოგიწოდებთ:

ა) ყველა საშუალებით და ხერხით დაუჭიროთ მხარი საქართველოს მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით; არ აყვეთ პროვოკაციულ მოწოდებებს და უარი თქვათ ყველა სახის მასობრივ შეკრებებსა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე, რომლებიც ინსინუირებულია მოსყიდული ქართველის ან სხვა ლიბერასტების მიერ;

ბ) საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ტერიტორია გამოცხადდეს სუვერენულ ტერიტორიად, რომელიც არ განეკუთვნება არცერთ სახელმწიფოს;

- ხელისუფლების ახალი, ლეგიტიმური ორგანოების ფორმირებამდე შეიქმნას მხარის დროებითი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები;

- უარი ითქვას დასავლეთის მიერ დანერგილ და იძულებით თავსმოხვეულ ე.წ. კოჰაბიტაციაზე და დაიშალოს მხარეში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია;

- განხორციელდეს საჯარო ლუსტრაცია და მკაცრი პასუხისმგებლობა დაეკისროს ყველა იმ პირს, ვინც დამნაშავეა ქვეყნის დაშლაში", - წერია განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი აგას არაბიანი აცხადებს, „მოსალოდნელია, საქართველოში მოვლენები მაიდნის სცენარით განვითარდეს, ამიტომ ქართველები ბოლო დროს გახშირებულ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვნენ“.

„ჩვენი ორგანიზაცია და ჩვენი მეგობრები, რომლებიც მოსკოვში ვიმყოფებით, ვთვლით, რომ საქართველო ღრმა სამოქალაქო კრიზისის წინაშე დგას, ამიტომ ვშიშობთ, რომ საქართველოში მალე მოხდება მაიდნის ანალოგი, რასაც საქართველო ვერ გაუძლებს და დაიშლება. თუ ეს მოხდება, ისმის კითხვა, რა მოხდება სამცხე–ჯავახეთში. თუ სამოქალაქო ომი დაიწყება, ამით ისარგებლებს თურქეთი. ისინი გამოიყენებენ ყარსის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თურქეთს აქვს აჭარის ანექსირების უფლება და მეორე, თურქეთი მოისურვებს სამხცხე–ჯავახეთში შემოსვლას ვითომდა ამ ტერიტორიაზე გამავალი სატრანზოტო მაგისტრალების დაცვის მიზნით, ამიტომ ჩვენ ჩვენს ძმებს, თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შეუერთდნენ არანაირ მიტინგებსა და გამოსვლებს, რომელთაც საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალები გეგმავენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ღარიბაშვილის მთავრობას. ჩვენ მზად ვართ, მხარში დავუდგეთ მოქმედ ხელისუფლებას და დავეხმაროთ იმაში, რომ არანაირ სახელმწიფო გადატრიალებებსა და რევოლუციას ადგილი არ ჰქონდეს“,- განაცხადა აგას არაბიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42