2015 წელს თბილისის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები იქნება ჯანდაცვა, დედაქალაქის გამწვანება, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის ბიუჯეტზე დაუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2015 წლის ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 800 მილიონით განისაზღვრა.
„წინა წლებისგან განსხვავებით 2015 წლის ბიუჯეტი იქნება უფრო მეტად გამჭირვალე. მნიშვნელოვანია ის, რომ ბიუჯეტის პროექტის შედგენამდე მოხდა მოსახლეობის გამოკითხვა და მათი საჭიროებების და პრობლემებიდან გამომდინარე მოხდა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი. მომდევნო წლისთვის ბიუჯეტის დაახლოებით მოცულობა 800 მილიონით განისაზღვრა. 4 მთავარი პრიორიტეტი იქნება 2015 წელს - პირველი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პრობლემები, მეორე, დედაქალაქის გამწვანება, მესამე, საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია და მეოთხე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მიმართულება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






