თავდაცვის მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
პოლიტიკა - 10:08, 11 Nov, 2014     1045

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინდია ჯანელიძემ თავდაცვის უწყებაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩ იანოშ ჰერმანს უმასპინძლა.

საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები იყო. მხარეები მომავალში ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. განსაკუთრებული ყურადღება ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ევროკავშირთან მარტში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გამახვილდა.

„ევროკავშირის ელჩთან ნაყოფიერი საუბარი შედგა. ვისაუბრეთ, როგორც განვლილ პერიოდზე, განვლილ თანამშრომლობაზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე. მათი მხრიდან სრული მზადყოფნაა იმისათვის, რომ თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარებას გამოადგება“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრაზე იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისიო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის მნიშვნელობა აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

“თანამდებობაზე ახალი დანიშნული ვარ. საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ჩამოვედი და მთავრობის წარმომადგენლებს, მინისტრებს ვეცნობი. დღეს თავდაცვის სამინისტროს ვესტუმრე. ევროკავშირს საქართველოსთან სხვადასხვა სფეროებში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ყველამ ვიცით, რომ გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოსთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ერთიანი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე. ეს ჩარჩო ხელშეკრულება ძალაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. ძალიან ვაფასებთ ამ მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობას. სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემაც. მინისტრს ვუთხარი, რომ ევროკავშირი ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში - ცენტრალურ აფრიკასა და მალიში. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. მოკლედ შევეხეთ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საქმიანობასაც. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მონიტორინგის მისიას დიდი როლი აკისრია ხელი შეუწყოს კრიზისების მშვიდობიანი გზით მოგვარებას“- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42