მისი ინფორმაციით, ყირიმისა და აფხაზეთს შორის განიხილება თანამშრომლობა ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩამოსასხმელი წყლის ქარხნის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. ის ასევე ვარაუდობს, სატრანსპორტო ურთიერთობას ყირიმი-სოჭი-სოხუმის მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო შებენის ჩატანას აფხაზეთიდან ყირიმის ნახევარკუნძულზე.
სეპარატისტული აფხაზეთი მზად არის მიაწოდოს ყირიმს ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო ყვითელი ქვიშა, შებენი. ამის შესახებ საუბარი გაიმართა სიმფეროპოლში ყირიმის მეთაურსა და დეფაქტო აფხაზეთის პრემიერმინისტრს ბესლან ბუთბას შორის შეხვედრისას.
,,შებენის ჩამოტანა ყირიმში საღვაო ტრანსპორტით იგეგმება“, - დასძინა ბუთბამ.
ცნობისათვის, კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ქერჩის სრუტის გავლით სატრანსპორტო მიმოსვლის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია ,,რუსეთის რკინიგზა“ ახორციელებს.
როგორც ცნობილია, ქერჩის სრუტეზე რუსეთსა და ყირიმს შორის გადსავალის ხიდის შმენებლობა იგეგმება, რომლის სიგრძე 19 კმ.იქნება.
გადასავალის ღირებულების მშენებლობისათვის, 200 მლრდ. რუბლია გათვალისწინებული.
მარტში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გადასავალი არა მარტო საავტომობილო, არამედ სარკინიგზო მიმოსვლასაც უნდა ითვალისწინებდეს.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი აცხადებდა, რომ მზადაა ქერჩის სრუტეზე რუსეთსა და ყირიმს შორის გადსავალის მშენებლობა დაიწყოს, რომლის პროექტიც მას 12 წლის წინ უკვე მზად ჰქონდა.
"2002 წელს ოფიციალურად შევთავაზე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს ქერჩის გადასავალის მშენებლობა. ის აუცილებლად უნდა აშენდეს და დააკავშიროს ყირიმი და რუსეთი ან მიწისქვეშა გვირაბით ან ხიდით. ეს 12 წლის წინ იყო, მაშინ ორივე პრეზიდენტი დათანხმდა ჩემ წინადადებას. კუჩმა მხოლოდ ფორმალურად, რადგან მისი მხრიდან უხერხული იყო რეალობის უარყოფა. აი ვლადიმერ პუტინმა კი გულწრფელად დამიჭირა მხარი", განუცხადა ლუჟკოვმა "იზვესტიას".
"კარგად ვიცნობ ამ თემას და მზად ვარ დაუყოვნებლივ ჩავერთო მშენებლობაში", - დასძინა ყოფილმა ქალაქის თავმა. ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობის „პრაქტიკულ სიბრტყეზე“ გასავლის აუცილებლობაზე საუბრობს რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრი დმიტრი მედვედევიც.
მასალის გამოყენების პირობები






