“მე ზოგადად მიყვარს პირდაპირ საუბარი და მე, ასე ვთქვათ, ხშირად შეიძლება ვთქვა ის, რაც სათქმელია, თუმცა მე ტყუილს არ ვკადრულობ და არასოდეს საჯაროდ მე ტყუილი არ მითქვამს. მეორე საკითხია, რამდენად უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა, მეც არ მომეწონა ის, რაც ვთქვი, სიტყვები... თუმცა, თუ შეფასებებში ვიდავებთ, მე შემიძლია, ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მხრიდან სათქმელი ალბათ არ იყო.” აი ეს “ბრძანა“ ღარიბაშვილმა ბიძინა ივანაშვილის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ.
თუთიყურშივით იმეორებს მისი მენტორის სიტყვებს. მგონი ამ სიტუაციას შეესაბამება ეს გამოთქმა - „პოსლე აბედა გარჩიცა“-ო. დარწმუნებული ვარ, არავის არ ეპარება ეჭვი, ვინ მართავს ქვეყანას. მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რამდენსა აქვს გააზრებული, რას წარმოადგენს ეს უვიცი და პოლიტიკაში სრულიად უსუსური ხალხი და რა ელის საქართველოს მათი საქმიანობის შედეგად.
1. რუსეთი გამალებით აშენებს კახეთზე გამავალ გზატკეცილს სამხედრო მიზნებისთვის.
2. იწყება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სრული ანექსია რუსეთის მიერ.
3. შემაშფოთებლად გამრავლდა და გაძლიერდა მე-5 კოლონა.
4. ქვეყნის პრესტიჟი მსოფლიოში თითქმის ნულამდეა დაცემული.
5. თარეშობენ ქურდები და ბანდიტები, რომლებმაც ლამის არის მხედრიონის პარპაშს გაუსწრონ და რომლებსაც მთავრობა და პირადად პრემიერი ხელს აფარებს.
6. უხერხემლო ალასანიას უეცარი „ლიდერობა“ და მისი ძალზე მძიმე შედეგები ჯერ საკმარისად არ არის გააზრებული.
7. კრიმინალი ივანაშვილის მილიარდერი ძმაკაცების საეჭვო ვიზიტები საქართველოში და მათ მიერ „მსუქანი“ შესაძლებლობების შეთვალიერება.
8. ეკონომიკის მაჩვენებლის ვარდნა, ბიუჯეტის გარღვევა, უზარმაზარი ვალების აღება უკვე ბევრჯერ არის ნათქვამიც და დავიწყებულიც ახალ-ახალი ხელოვნური სკანდალების და მითქმა-მოთქმის შემწეობით.
შემიძლია კიდევ გავაგრძელო, მაგრამ ესეც საკმარისია. Vae victis! ანუ, ვაი დამარცხებეულებს!“- წერს კიზირია.
მასალის გამოყენების პირობები






