იუსტიციის მინისტრმა ირაკლი ალასანიას პარტია დღეს ოფიციალურად დატოვა.
მთავრობის წევრმა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი დღეს კიდევ ერთხელ განმარტა და ხაზი გაუსვა, რომ საკუთარ კოლეგებთან ერთად, მთავრობის ერთადერთი ანუ ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ იმუშავებს.
"მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მგონია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ამ კონტექსტში დღეს ყველაზე სწორია. მჯერა, რომ რაც არ უნდა ხარვეზები იყო მთავრობის მუშაობაში, მას აქვს ერთადერთი კურსი - ეს არის ევროატლანტიკური კურსი. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ, მთავრობასთან და კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






