„საზოგადოება 2030“
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ობიექტური ინფორმაციის და ანალიზის ვაკუუმზე საუბრობს, სამოქალაქო სექტორში გადასული ივანიშვილი ანალიტიკოსების მომზადებას გეგმავს და ამისთვის მან "საზოგადოება 2030" შექმნა, ამასთანავე ივანიშვილმა დააზუსტა რომ მისი ანალიტიკური გადაცემა ტელეკომპანია "ჯიდიეს"-ზე გავა და თავად გადაცემის თანაწამყვანი იქნება.
„ჩემი აზრით ობიექტური ინფორმაციის და ანალიზის ვაკუუმი გაჩნდა და ეს აგდებს ბევრ პოლიტიკოსს და ექსპერტს, შედეგად ბევრ შეცდომებს უშვებენ. მე ამ მიზეზზე უკვე ვზრუნავ. ერთ-ერთ გამოწვევას მე ვხედავ, გარდა იმისა რომ ანალიტიკოსების მომზადებას ვაპირებ, შევქმენით „საზოგადოება 2030“, ამ საზოგადოებაშ ბევრი საინტერესო პიროვნებაა გაერთიანებული, ძირითადი ლოზუნგი გახლავთ „ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე გავაცნობიეროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა“, ეს მუხტი გვაერთიანებს.
ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ყველა ჩვენი ანალიზი გაკეთებული იქნება საზოგადოების საერთო ინტერესებზე. ყველაფერს შიგნით მოვთელავთ, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე ინტერესები. ამავე საზოგადოებისა და ამავე სახელით ტელეპროექტი გვექნება, ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება ჯიდიესზე, ალბათ ყოველდღიურიც იქნება ეს გადაცემა, სადაც სამი ანალიტიკოსი და მოწვეული სტუმრები არსებული მოვლენების ანალიზს გააკეთებენ. კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში ძირითადი ანალიზი გავაკეთოთ,. მე წამყვანი არ ვიქნები, ალბათ, თანაწამყვანი ვიქნები. ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებები. ჩვენ ძალიან ბევრი ვისწავლეთ, ცუდიც და კარგიც და შედეგად დასკვნების გაკეთების საშალება მოგვეცა“
მედიის კრიტიკა ექსპრემიერისგან: ,,რუსთავი 2 ნაცმოძრაობის აგიტატორია“
ივანიშვილი თქმით, ის არ გაურბის სიძნელეებს და თავის თავს ხედავს იქ, ,,სადაც სიძნელეებია“.
„მსურს გავიხსენო მიმდინარე მოვლენებთან ჩემი კავშირი, ჯერკიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს, ვამბობდი, რომ მე მოვალ, ხალხს დავუბრუნებ რაც წაართვეს, შემდგომ წავალ საზოგადოებასთან ერთად, 20 წელიწად შეგნებულად ვახსენებდი, 20 წლის განმავლობაში მე გავაგრძელებ მოღვაწეობას სამოქალაქო სექტორში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე სიძნელეებს გავურბივარ. ერთერთ ჩემს პროექტზე რომელზეც მე ვმუშაობ, განმარტება და კავშირი უნდა გავაკეთო, საზოგადოებაში მე ჩემს თავს ვხედავ იქ, სადაც ყველაზე დიდი გამოწვევებია, ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკაა, ამ კუთხით მე ბევრს ვაკეთებ“, - აცხადებს ივანიშვილი.
ექსპრემიერმა ანალიტიკოსების მომზადების იდეასა და მედიის არაკვალიფიციურობაზე ისაუბრა.
,,ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ შეიქმნა უპრეცენდენტო სიტუაცია, თავის დროზე მეცხრე არხი დავხურე, დღეს არის იდეალური სიტუაცია, რომ ხელისუფლებას პირველად არ აქვს თავისი ხელმისაწვდომი ტელევიზია, არსებობს ,,რუსთავი 2“ რომელიც აგიტაციას უწევს ნაც.მოძრაობას და რამდენიმე კერძო ტელკევიზია. ძალიან ხშირად ობიექტური ინფორმაციის მიწოდება ჭირს საზოგადოებისთვის. მედიის კრიტიკასთან ასოცირებას მიკეთებენ, კრიტიკის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კრიტიკა კრიტიკისთვის, მედიაც ამიტომ გავიხსენე, ისიც საჭიროებს განვითარებას, მას კვალიფიკაცია აკლია. მე განვაცხადე, რომ10-20 ანალიტიკოსის მომზადებაზე ვიზრუნებდი. გეტყვით რას ვაკეთებ ამ მიმართულებით, მსგავის განცხადება უმრავლესობასთან შეხვედრაზე გავაკეთე, სადაც თავისუფალი დემოკრატები არ მოვიდნენ.
ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ყველაფერს მიეცემა ობიექტური შეფასება, ნუ გგონიათ, რომ რუსთავი 2-ის და ნაცმოძრაობის მიერ ყირაზე დაყენებული საკითხები ასე დარჩება. ყველაფერს ობიექტური შეფასება მიეცემა. იმ ფონზე როდესაც აგიტაციას ერთი ტელევიზია აკეთებს და ნაციონალური მძრაობა ასე იქცევა, საზოგადოებაში მოვლენების არასწორი მუსირება ხდება. ჩვენ მოვახერხებთ მოვლენების სწორად მიწოდებას საზოგადოებისთვის. ეს არ არის მუქარა, მე პოლიტიკოსებს გვერდით დავუდგები. ნუ შევეცდებით ავყვეთ იმ ეიფორიას, რასაც ნაც მოძრაობა აძლევს ფონს და არ დავუშვათ შეცდოემები“, - განაცხადა ივანიშვილმა.
,,ირაკლიმ შეცდომა დაუშვა“: ივანიშვილს ალასანიასთან კითხვები აქვს - ჯარისკაცები მოწამვლის ფაქტები
ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი ირაკლი ალასანიას განცხადებაზე გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ არ დაუშვებენ ,რომ ქვეყანა უშიშროებამ მართოს.
„რა თქმა უნდა, ქვეყანა უშიშროებამ არ უნდა მართოს და არც მართავს. პროკურატურას ყველაფრის უფლება ჰქონდა, მაგრამ სანამ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებთ, სასამართლოს უნდა დაველოდოთ. მე მქონდა სურვილი, სხვადასხვა კითხვები დამესვა ირაკლი ალასანიასთვის, როდესაც უმრავლესობასთან შეხვედრაზე და პოლიტსაბჭოზე ვიყავი, მაგრამ ეს არ მოხერხდა. ამის შემდეგ პირადადც შევხვდი ირაკლის. კითხვები მაქვს, ძალიან მარტივი კითხვები.
საბოლოო სიტყვას იტყვის სასამართლო, რომელზეც არავითარი გავლენა არ აქვს ხელისუფლებას. გამოძიებაც იქნება გამჭვირვალე.
ექსპრემიერის თქმით, მოვლენებიდან დასკვნების გამოტანაა სჭიროა, რაც მისი განმარტებით, ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იქნას გამოყენებული. ივანიშვილი დადებითად უყურებს ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიციის შექმნას, ,,მე ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ კონსტრუქციული ოპოზიცია გაჩნდება, ამაში ცუდი არაფერია“, - აღნიშნა ექსპრემიერმა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან და შემდგომ გავნითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ალასანიას პოზიცია გააკრიტიკა.
,,თავდაცვის უწყების თანამშრომლები დააკავეს, არ იყო მინისტრი თბილისში, იმყოფებოდა გერმანიასა და საფრანგეთში, რაც იმის საბაბი გახდა, რომ დაპატიმრებას პოლიტიკური უწოდეს. დაემატა განცხადება პროკურატურის მოწამვლებთან დაკავშრებით, მანამდეც ალასანიამ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, და დაპირისპირება მოხდა პროკურატურასთა, ეს იყო შეცდომა ჩემი აზრით, მას პროკურატურისთვის საშუალება მაქსიმალურად უნდა მიეცა და დახმარებოდა. მეორე განცხადების შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ თანაგუნდელებთან მომხდარიყო განხილვა, ყველამ ნახა, რა განცხადებებიც გააკეთა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, არ არსებობდა საფუძველი იმისა, რომ ,,ამ ყველაფერს დაუდეს პოლიტიკური სარჩული, არავითარი საფუძველი ამის არ არასებობდა“,
შესაძოა პროკურატურასთან საზოგადოებისგან შეკითხვები ყოფილიყო, - აცხადებს ივანიშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ ალასანია მოვლენებს უნდა დალოდებოდა.
,,ეს რომ პოლიტიკურად ყოფილიყო ანგაჟირებული, რა პრობლემა იყო, დალოდებოდა ვთქვათ ვინც დაუკვეთა ეს ყველეფრი, პრემიერზე აქვთ ეჭვი თუ სხვა ვინმეზე. დალოდებოდა ალასანიას, გაეცნო მისთვის და მერე განვითარებულიყო მოველნები, რა პრობლემა იყო? მაგრამ პროკურატურის ქმედება ყველაფერს პირიქით აჩვენებს. მეორე საქმესაც პოლიტიკური სარჩული მიაკერეს. არავითარი კანონდარღვევა პროკურატურის მხრიდან არ იკვეთება. თუმცა გარკვეული პოლიტიკოსები მაინც აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. კანონის წინაშე ყველა ანგარიშვალდებულია“, - აღნიშნა ექსპრემიერმა.
დასავლეთში იმიტომ ჩნდება კითხვები, რომ აქედან იგზავნება კითხვები. საუბედუროდ ნაციონალურ მოძრაობას დღესაც აქვს გავლენა, მცდარი ინფორმაცია გადის და აზიანებს ჩვენს ქვეყანას, მაგარმ ჩვენც ვაბალანსებთ, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ქვეყანა დაზიანდა მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებით, რაც ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს.“- განაცხადა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
„როდესაც სოზარ სუბარმა და ირაკლი ალსანიამ მოსვლიდან რამდენიმე კვირაში გადაალაგეს თავისი თანამშრომლების კვება, როგორც იცით იქ კონკურენცია იყო, ახალაიას კვება უნდა შესულიყო თუ მერაბიშვილის, ერთმანეთს ხოცავდნენ. ეს გადაალაგეს ძალიან სწრაფად და სანიმუშო კვება მიეცა მათ უწყებებს.
ირაკლი ალსანიამ ოთხივე ტენდერი ჩაშალა, ჩემი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ვერაფრით ვერ მოვახერხე. ვთხოვდი გამოძიება დაეწყო, თურმე შიდა გამოძიება მიმდინარეობდა. გვქონდა კამათი, რა უნდოდა იქ 'ნაცების" დროინდელ კომპანიას. „ელფი“ რომელიც ოთხივე ტენდერში მონაწილეობდა და წააგო, მაინც ეს კომპანია რჩება. აქ კითხვა ჩნდება. რატომ უნდა იყოს იქ კომპანია გეგენავას მონაწილეობით და რატომ ჩაიშალა ამდენი ტენდერი?“- განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი: ,,თავისუფალმა დემოკრატებმა შეცდომა დაუშვეს, ამ შეცდომას სწორი მიმართლება მიეცემა“
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვებითა და ოპოზიციაში გადასვლით შეცდომა დაუშვეს. მისი აზრით, ამისთვის არასაკმარისი მიზეზები არსებობდა. თუმცა, მას მიაჩნია, რომ შესაძლოა, ამან დადებითი შედეგიც მოიტანოს, თუ პარტია კონსტრუქციულ ოპოზიციად ჩამოყალიბდა.
„მე თავისუფალ დემოკრატებს დიდ პატივს ვცემ. ცუდი ჩემთვის მოხდა ის, რომ არასწორ დროს, არასწორი მიზეზით დატოვეს კოალიცია. შესაძლოა ამან დადებითიც მოიტანოს, რომ კონსტრუქციულოი ოპოზიცია გაჩნდა, ისედაც მწირია პოლიტიკური სპექტრი, ამდენი შეცდომების ფონზე, პარტიას შესაძლოა ბევრი გაჭირვება ელოდებოდეს წინ. მიზეზები არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ კოალიციდან გამოსულიყო პარტია. „თვისუფალმა დემოკრატებმა“ ამით შეცდომა დაუშვეს. ამ შეცდომებს სწორი მიმართულებები მიეცემა. ზოგიერთ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება, ამით ვაფრთხილებ პოლიტიკოსებსაც და ექსპერტებსაც. მე ალასანიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უფრო დიდ პატივს ვცემ მისი გუნდის ზოგიერთ წევრს,“ - აცხადებს ივანიშვილი საინფორმაციო პროგრამა "მოამბის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.
,,ალასანიამ, 5 მილიონი რატომ გადაურიცხა ,,სილქნეტს“, სად ეჩქარებოდა?“ - ივანიშვილი
„პროკურატურის პირველი განცხადება ჩემგანაც იწვევს კითხვებს. რა თქმა უნდა საბოლოო სიტყვას გამოძიება და სასამართლო იტყვის, -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ,,მოამბის“ ეთერში ე.წ. კაბელების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
,,თავდაცვის სამინისტრომ მაგისტრალის გაყვანაზე ტენდერი გამოაცხადა, ინტერნეტპროვაიდერები ხოცავენ ერთმანეთს, ეს ტენდერი „სილქნეტის“ პროგრამას დაემთხვა. ცხადდება ტენდერი ძალიან მოკლე დროით. აქვს ორი წვეტი ინტერნეტპროვაიდერისგან, ეს წვეტები უფასოდ აქვთ აღებული. იცვლება კონტრაქტის პირობები, ცხრა დღეში როგორც ცანს ვერ მოასწრეს, მაგისტრალზე მიირეს მონაწილეობა, იმარჯვებს „სილქნეტი“. ეს აქვს შეფასებული პროკურატურას, 4 მილიონი იქ არის გადახარჯული. მეორე მოვლენა, რაც საინტერესოა, 5 მილიონი, რაც სარეზერვო ფონდიდან მიიღო ალასანიამ, მეორე დღესვე ერიცხება „სილქნეტს“ სად ეჩქრაებოდა? რისთვის გადაირიცხა ამხელა თანხა? რომც არ ასრებულიყო მეზობელი კომპანია, რომესლაც უკვე აქვს ეს მაგისტრალი და წაეხალისებინა უბრალოდ „სილქნეტი“, ამხელა ავანსის გადარიცხვა წარმოუდგენელია. ეს სიჩქარე კითხვებს ბადებს. მე პირველი რაც ვიკითხე უარს ამბობს ალასანია, რომ უარს ამბობს იმაზე, რომ იცოდა ამ პროეტის შესახებ, ის რომ ბატიაშვილი უფასოდ ღებულობს „დელტა კომისგან“ იგივე მომსახურებას, რატომ იხიდს ამხელა ავანსს? საერთოდ რატომ უნდა გადაერიცხა იქ წინასწარ ამხელა თანხები?“, - განაცხადა ივანიშვილმა.
სამოქალაქო სექტორში წასულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიამ მისი რჩევა არ გაითვალისწინა და რთული სიტუაციის მიუხედავად პარტიის თავმჯდომარედ არჩევა ისურვა:
"ალასანიასთან ჩვენ კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, ჩემი ინიციატივა იყო თავიდან და ირაკლი დამეთანხმა და შევხვდით, მე ისიც ვუთხარი ირაკლის, რომ არ გიღირს ასეთ სიტუაციაში თავმჯდომარედ არჩევა. როდესაც ლიდერზე შეკითხვებია, მან არ უნდა დაამძიმოს თავისი პარტია. ის არათუ არ გადადგა, მან ამდენი შეკითხვების ფონზე თავმჯდომარედ არჩევა ისურვა. ჩემი სურვილია, რომ ირაკლი ალასანიას კარგი მომავალი ჰქონდეს, მე არავითარი პირადული მასთან არ მაქვს და შურისმაძიებელი არ ვარ. მე დავუდგები ყველას ვინც ჩვენს ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს და დავუპირისპირდები ყველას ვინც შეცდომებს დაუშვებს.“
"ირაკლის ახალგაზრდობით შეეშალა"- ივანიშვილი ღარიბაშვილის გამონათქვამებს აფასებს
"მეც ვუწუნებ მას პოლიტიკურ სიმწიფეს"- განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.
„ალასანიას თანამდებობიდან გაშვება მე მგონია, რომ სპონტანურად მოხდა. ექვს საათზე უმრავლესობის შეხვედრა იყო დანიშნული, სადაც წასვლას ვაპირებდი და გვიან გაკეთდა ბრიფინგის დანიშვნასთან დაკავშირებული განცხადება. პრემიერი არის ძალიან ძლიერი პიროვნება, მაგრამ არის გამოუცდელი, რა განცხადებებიც გააკეთა მთავრობის სხდომაზე, ეს იყო შეცდომა, მეც ვუწუნებ მას პოლიტიკურ სიმწიფეს, ასეთი განცხადებები ყოფილი მეგობრების მიმართ არ უნდა გააკეთო. ირაკლის ახალგაზრდობით შეეშალა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.
იმედი არ გქონდეთ, რომ მე დავბრუნდები და დავალაგებ - ივანიშვილი
,,არავის ჰქონდეს განცდა, რომ მე დავბრუნდები და ყველაფერს დავალაგებ. ეკონომიკა ორ წელიწადში ვერ აშენდება, 20 წელიწადი შემთხვევით არ იყო ნათქვამი თავის დროზე. ალასანის განცხადება იმასთან დაკავშრებით, რომ ბიზნესი ბოლომდე თავისუფალი არ არის, უპასუხისმგებლოა. ამაზეც გვქონდა ერთ-ერთი უსიამოვნება და გაურკვევლობა. პოლიტიკოსი როცა განცხადებას აკეთებს, ფაქტები უნდა ჰქონდეს. ყველაზე მეტად იმას ვადევნებ თვალყურს, რომ ჩინოვნიკმა კერძო საკუთრებაში ხელის ფათური არ დაიწყოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილი მარგველაშვილზე: მისი ქმედებები ნაცმოძრაობის ინტერესებში ჯდება
პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს იმიტომ, რომ ვეტოს დადება უნდოდა, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "მოამბის" პირდაპირ ეთერში საუბრისას. მისი აზრით, მარგველაშვილს სურს აჩვენოს, რომ მას ვეტოს დადება შეუძლია, რადგან დღევანდელი კონსტიტუციით მას არაფერი მოეკითხება.
"ამ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში, პრეზიდენტის სამსახურს პარლამენტთან ურთიერთობა ჰქონდა, პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება თავისი აზრი ყოველგვარი ვეტოს გარეშე გამოეთქვა. მას სურს აჩვენოს, რომ მას ვეტოს დადება შეუძლია. თუნდაც, გავიხსენოთ მისი ბოლო ვიზიტი ავსტრიაში. მას ვიზიტები უყვარს ძალიან.
გახსოვთ ვიზიტებზე რამდენი სკანდალი იყო, მე არ ვიცი რაზე იყო წასული. როგორც ვიზიტი ვიზიტისთვის არსებობს მისთვის, ასევე, ვეტო ვეტოსთვის არსებობს, მან განაცხადა, რომ კონკურენციაში უნდა იყოს პარლამენტთან და მთავრობასთან. ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში ჯდება. მე არ მაქვს დიდი ეჭვები, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობს, მაგრამ მისი ქმედებები ამ პარტიის ინტერესებში შედის. პრეზიდენტის ყველაზე დიდი დატვირთვა მისი პიროვნებაა, დღევანდელი კონსტიტუციით მას არაფერი არ მოეკითხება, მის სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი. ადვოკატებს კი შევახსენებ, ნუ ცდილობენ პრეზიდენტის კრიტიკაზე ტაბუს დადებას," - მიიჩნევს ივანიშვილი.
ყველა ექსპერტის დოსიეს დავალაგებ - ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის და მისი ანალიტიკოსთა ჯგუფი ექსპერტების და პოლიტიკოსების გამონათქვამების ანალიტიკასაც მოახდენენ"
"ჩვენი ანალიტიკოსები მარტო პოლიტიკოსების ანალიზს არ გავაკეთებთ, ბევრ ექსპერტს დავუგროვებთ და გავახსენებთ მათ გამონათქვამებს, შევახსენებთ რისი ექსპერტები არიან ისინი, ექსპერტები რასაც უნდა იმას ამბობენ ეს არ არის ექსპერტიზა, განცხადებებს ამბობენ და ანგარიშს არ უწევენ, ყველას დოსიეს დავალაგებთ, ეს იმიტომ არა რომ ვინმეს ვემუქრები, მინდა რომ მეტი პასუხისმგებლები იყვნენ საკუთარ განცხადებებთან ყველა ექსპერტებად წოდებული თუ ჟურნალისტად წოდებული. ყველამ პასუხი აგოს საკუთარ პოზიციაზე,რა თქვა გუშინ, რა თქვა გუშინწინ, რას ამბობს დღეს,"- განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






