ნათელაშვილი პარლამენტის 10 დეპუტატისთვის სტატუსის შეჩერებას ითხოვს
პოლიტიკა - 18:44, 10 Nov, 2014     1725

„ლეიბორისტული პარტია“ დავით უსუფაშვილისგან უმრავლესობაში გადასული 10 დეპუტატისთვის სტატუსის შეჩერებას მოითხოვს. მიზეზად კი მათ ბიზნესსაქმიანობას ასახელებს.

პარტიის ლიდერი ასევე აცხადებს, რომ თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირებას არ მოახდენს, ის ევროკავშირს დეპუტატებისთვის სავიზო შეზღუდვებისა და ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნით მიმართავს.

"ამ დღეები მთელი ქვეყანა ხდება მოწმე, თუ როგორ მიემართება ნაციონალებიდან დეპუტატ მილიონერთა დესანტი საოცნებო უმრავლესობის გადასარჩენად. ეს არის მილიონერთა კლუბის კიდევ ერთი სირცხვილი, რომელთაც არ გააჩნიათ ზნეობა, პატრიოტიზმი და ქვეყნის მსახურების ნიჭი. სანამ ისინი იქნებიან პოლიტიკაში ჩვენს ქვეყანას წინსვლა და გახარება არ უწერია.
წარმოგიდგინეთ ათი დეპუტატ-პოლიტიკოსის სია, რომლებიც ფლობენ ჩვენგან წართმეულ ქონებას 7 მილიარდ 100 მლნ-ის ოდენობით და რომლებიც უკანონოდ იკავებენ დეპუტატის სტატუსს საქართველოს პარლამენტში და მოვითხოვთ პარლამენტის თავმჯდომარისგან იმოქმედოს კონსტიტუციის 53-ე და 54-ე მუხლებით, რომლებიც ითვალისწინებს ამ კატეგორიის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რადგან ისინი უთავსებენ სახელმწიფოებრივ საქმიანობას ბიზნეს და სამეწარმეო ფუნქციებს", - განაცხადა ნათელაშვილმა.

მან ბრიფინგზე იმ დეპუტატთა ათეული დაასახელა, რომლებსაც მისი თქმით, მანდატი უნდა შეუჩერდეთ:

ბეჟუაშვილი დავითი- 1 მილიარდი
ნაყოფია კობა-800 მილიონი
თოფაძე გოგი-600 მილიონი
ლიპარტელიანი გოგი-500 მილიონი
გელაშვილი ვალერი -400 მილიონი
ოქრიაშვილი კახაბერი -300 მილიონი
ბუკია გოდერძი - 250 მილიონი
ტყემალაძე ზურაბი-200 მილიონი
ენუქიძე გოჩა -200 მილიონი
ჯანაშია ნაული -100 მილიონი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42