"ვიღაცეები მცდარი ინფორმაციით კვებავენ ყოფილ პრემიერმინისტრს"- ალასანია
პოლიტიკა - 18:15, 10 Nov, 2014     1754

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს საკვებით "ნაციონალური მოძრაობის დროინდელი კომპანია" ამარაგებდა. ალასანიას თქმით, ეს არის აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია. "ვიღაცეები მცდარი ინფორმაციით კვებავენ ყოფილ პრემიერმინისტრს"- განაცხადა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.

"გარდა ამისა, მე მართლაც შეშფოთებული ვარ იმით, რომ ყველამ მოირგო პროკურორის მანტია. როდესაც გაიხსნება სასამართლო, საქმეებზე გრიფი მოიხსნება, ყველა კარგად დაინახავს, რომ კანონის გარდა არაფრით არ ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტრო", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ ყველა იმ უწყებაში, სადაც თავისუფალი დემოკრატები იყვნენ, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა. ამასთან, ალასანიას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის სისტემაში კვება გაუმჯობესდა.

"კვება როგორ გაუმჯობესდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა კარგად იციან. ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ იმაში, რომ ღირსეული კვება ჰქონდეთ ჯარისკაცებს და შესაბამისი შეიარაღება ჰქონდეთ. რაც მთავარია, ჯარში მოტივაცია არის მაღალი და ეს არის დამსახურება ამ ორი წლის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, გვეყოს სახელმწიფოებრივი აზროვნება, ნუ დავაზიანებთ იმ ინსტიტუტებს, რომლისთვისაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყველაფერი გაგვემართა. საქართველოში ყოველთვის იქნება მოსაზრება, რომ რაღაცა არ კეთდებოდა სწორად, ვიღაცამ დააკლო მცდელობა, მაგრამ ცალსახად მინდა ვთქვა, რომ იმ უწყებებში, სადაც თავისუფალი დემოკრატები ვიყავით, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებოდა", - განაცხადა ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42