საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, ირაკლი ალასანია პრემიერმინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ალასანიას განცხადებით, მას დიდი სურვილი აქვს, რომ მსგავსი განცხადებები მთავრობის ყველა წევრისგან და პირველ რიგში პრემიერმინისტრისგან შეწყდეს. მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები პირველ რიგში აზიანებს ქვეყნისა და თავად პრემიერის ინსტიტუტის იმიჯს:
„ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი განცხადებებით ქვეყნის პრემიერი აზიანებს საქართველოსაც, ჩვენს საერთაშრისო იმიჯს და პირადად თვითონ პრემიემინისტრის იმიჯს. ერთადერთი და მთავარი, რასაც მე ამ ორი წლის განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაუბრობდი, არის ის, თუ რა წარმატებებს მიაღწია ჩვენმა სამინისტრომ და ქვეყანამ ნატოსთან თავსებადობის კუთხით, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ეს ძალიან კარგად იცის მან და მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ასეთი განცხადებები მართლაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება. მე ვისურვებდი, რომ ასეთი საუბრები შეწყდეს მთავრობის ყველა წევრისგან და მათ შორის პირველ რიგში პრემიერმინისტრისგან“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






