საქართველოს ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. პეტრიაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან რჩევებს იღებს:
„მოქმედი პრემიერი ექს-პრემიერისგან ძალიან სერიოზულ რჩევებს იღებს. ირაკლი ალასანიამ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილს არგუმენტები და პასუხები ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი უნდა განსაზღვროს სასამართლომ. არა ერთმა მოქალაქემ, არა ერთმა პრემიერმინისტრმა და არა პროკურატურის იმ ჯგუფმა. პირდაპირ მინდა ვთქვა, რაც უფრო დრო გადის, რეალურად ყველა ის ქმედება, რომელიც განახორციელა პროკურატურის მაღალჩინოსანთა ჯგუფმა, კითხვას აღარ ტოვებს, რომ შეთანხმებული იყო მოქმედ პრემიერმინისტრთან. ექს-პრემიერმინისტრის ჩახედულობა ამ საქმეებში ძალიან სიღრმისეულია. ასევე კითხვებს ბადებს, მის ასეთ ჩახედულობას და მის ასეთ ღრმა ცოდნას პროკურატურის საქმიანობაში“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






