საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ყოფილ სახელმწიფო მინისტრებთან, ირაკლი ალასანიასთან, მაია ფანჯიკიძესთან და ალექსი პეტრიაშვილთან კითხვები აქვს. ღარიბაშილი მათ ასევე გარკვეულ პასუხისმგებლობასაც აკისრებს და შეჩევით სამართალშ ადანაშაულებს:
„თურმე შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, პირდაპირ მინდა განვაცხადო როცა ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპაში და ამერიკაში, ღიად აცხადებდა რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და მას უნდა დავეფუძნოთ ჩვენ, საუბარი არ იყო იმ მკვლელობებზე და არაადამიანურ მოპყრობებზე და იმ დარღვევებზე რაზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიებები, ამის გამგრძელებელი იყო ბუნებრივია მაია ფანჯიკიძეც, ის არასწორი განცდა რაც კიდევ არის ევროპაში და ამერიკაში ვერ მოიხსნა და აშკარად გამოიკვეთა რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რომ არ მომხდარიყო რეალობის ჩატანა. ფანჯიკიძის ქმედებებში, მე ძალიან ხშირად მქონია შეკითხვები და ეჭვებიც და ალასანიამ კი ღიად განაცხადა რომ ეს იყო სამაგალითო და მას უნდა დავეფუძნოთ და გავაგრძელოთ ის კურსი, რაც სააკაშვილს ქონდა აღებული, ამაზე მეტი თვითლუსტრაცია რა შეიძლება იყოს. როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ ის რაც ხდებოდა გამოგვეტანა სააშკარაოზე, ეს უნდა მოეხერხებინა საგარეო საქმეთა მინისტრს, აქ კი ალასანია იყო პირდაპირ ჩართული. კითხვები მაქვს და ეს კითხვები არის უფრო მეტად გაღრმავებული. ის რომ ევროპაში და ამერიკაში კითხვები და არასწორი განცდა ვერ მოეხსნათ არის ალასანიას, მაია ფანჯიკიძის და ბუკა პეტრიაშვიულის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






