არნო ხიდირბეგიშვილმა ალასანიას "არაბული შემოდგომის" გეგმა "გაშიფრა"
პოლიტიკა - 13:54, 10 Nov, 2014     3081

„საქინფორმის“ მთავრი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალში“ თავდაცვის მინისტრის გადაყენების მიზეზებზე საუბრობს და იმ გეგმას „შიფრავს“, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო 15 ნოემბრიდან საქართველოში მოვლენების განვითარება.

არნო ხიდირბეგიშვილის განცხადებით, პრემიერმა ღარიბაშვილმა აშშ-სთვის უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადა, რომ მისთვის მთავარი საქართველოს ინტერესებია და განაგრძო სააკაშვილის და წინა ხელისუფლების საქმეების გამოძიება. ამასთანავე მან პენტაგონის მთავარი დასაყრდენის , ნატოს მიერ კონტროლირებადი ალასანიას უწყებაში გამოძიების დაწყება გაბედა. ამ მოვლენებმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოთმინების ფიალა აავსო.

„საქართველოსთვის აშშ-მა აამოქმედა სახელმწიფო გადატრიალების კომბინირებული ვარიანტი: 15 ნოემბერს 16:00 საათზე ნაცმოძრაობა დაიწყებდა თბილისში „მაიდანს“, რომელიც საღამოს „არაბულ გაზაფხულში“ უნდა გადაზრდილიყო! ნაცმოძრაობის აქციის შემდეგ , რომელიც პროვოკატორების გეგმით , უნდა გადაზრდილიყო მასობრივ არეულობებში, თავდაცვის მინისტრ ალასანიას ღამის განგაშზე ფეხზე უნდა დაეყენებინა დედაქალაქის გარეუბნებიდან- ვაზიანის ბაზიდან და კრწანისის ცენტრიდან- საჯარისო ქვედანაყოფები, რომლებიც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქალაქში ბრძოლის უნარ-ჩვევებში გაწვრთნეს და რომლებმაც ავღანეთი გამოიარეს.

მეორე დილით კი- 16 ნოემბერს - ვაზიანის და ალექსეევკის სამხედრო აეროდრომებზე უნდა დამჯდარიყო ორი ამერიკული ბორტი აშშ-ის საზღვაო ქვეითებისა და ნაციონალური გვარდიის ქვედქანაყოფებით, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ თავდაცვის მინისტრ ალასანიას, რომელმაც „დროებით ხელში აიღო ძალაუფლება კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით აშშ-ის № 1 სტრატეგიულ პარტნიორ- ქვეყანაში“

17 ნოემბერს -საქართველოს პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი მარგველაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა კომენდატის საათთან ერთად , საქართველოს პარლამენტისადმი მოთხოვნით- დაემატკიცებინათ მისი ბრძანება, რაც მაშინვე შესრულდებოდა , რადგან კოალიცია „ქართულ ოცნებას“ იმ მომენტისთვის უმრავლესობა უკვე დაკარგული ეყოლებოდა!“ - წერს არნო ხიდირბეგიშვილი და ამატებს რომ ალასანიას სასწრაფო გადაყენებით ღარიბაშვილმა ეს გეგმა ჩაშალა.


წყარო "ასავალ-დასავალი"






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42