„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის, დეპუტატ გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრების შერჩევის მიზნით, კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, აგულაშვილმა განაცხადა, რომ სახელდება რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„გადაწყვეტილება დაკავშირებულია მაღალ პასუხისმგებლობასთან და გამოწვევასთან, რაც ევროატლანტიკურ კურსს უკავშირდება. ჩვენი მიზანია, მინისტრების მიმართ არცერთი კითხვა არ იყოს. გარკვეულ ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ სჯობს, ოფიციალურ დანიშვნებს დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრები არცერთ კითხვას არ გააჩენენ“, - განაცხადა აგულაშვილმა.
გიგლა აგულაშვილმა არც დაადასტურა და არც უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე კონსტანტინე ზალდასტანიშვილი განიხილება.
მას შემდეგ, რაც თანამდებობები მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმა დატოვეს, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტების პოსტები ვაკანტურია.
მასალის გამოყენების პირობები






