ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ყოფილი პრემიერისგან, ბიძინა ივანიშვილისგან ე.წ. ტრაქტორების საქმესთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდას ელოდება. მისი თქმით, იმ დროს ივანიშვილი პროკურატურას ადვოკატირებდა, რის გამოც ძალოვან უწყებას „ხელები გაეხსნა“.
„ჩვენ, ისევე როგორც ბატონ ბიძინას, გააჩნდა წერილები ამ თემაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული სამსახურისგან, აშშ-სა და შვეიცარიის საელჩოებისგან, თომას ჰამერბერგისგან, მაგრამ ყოველივე ამან ვერ მოახდინა გავლენა ივანიშვილის პოზიციაზე, რადგან იგი ღიად ადვოკატირებდა ქართულ პროკურატურას, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხელები ამის შემდეგ გაეხსნა. ამიტომ, ვიდრე ახალ თემებზე დავიწყებდეთ საუბარს და მინიშნებებს ივანიშვილის მიმართ, ჯერ დაველოდებით ბოდიშს იმ განცხადებების და იმ დაპირებების შეუსრულებლობისთვის, რასაც ადგილი ჰქონდა და რასაც საკმარისზე მეტი ექსპერტი ადევნებდა თვალს იმ შეხვედრებისას, რომელიც ბატონი ივანიშვილის ინიციატივით ტარდებოდა", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






