ავსტრიაში საქართველოს ელჩმა, კოტე ზალდასტანიშვილმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი მანაგაძემ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილი კადრების ნაკლებობა არ არსებობს.
„თამარ ბერუჩაშვილი, შეიძლება მოვიაზროთ ყველაზე მდიდარი ბიოგრაფიის მქონე დიპლომატად ევროპული მიმართულებით. მე მას ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ ის უფრო ადრე დაკავდა ევროპული პრობლემებით, ვიდრე შუმანი გადაწყვეტდა ევროკავშირის შექმნის იდეის წარმოჩენას. მას უდიდესი გამოცდილება და მაღალი ავტორიტეტი აქვს ევროკავშირის სხვადასხვა თაობის ხელისუფლებაში. მას ეს ძალუძს, რამდენად მოქნილი პოლიტიკოსი იქნება, ჩემთვის უცნობია, რადგან როგორც პოლიტიკოსს, მას არ ვიცნობ", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






