„ვურჩევდი პრემიერს, რომ მეტი პოლიტიკური სიმწიფით, მეტი სერიოზულობით მოეკიდოს საქმეს“, - ასე გამოეხმაურა „ნიუპოსტთან“ საუბრისას ვიქტორ დოლიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთი ლიდერის განმარტებით, პრემიერმინისტრის მსგავსი განცხადებები პირველ რიგში მას დააზარალებს:
„მე არ მინდა არავითარ შემთხვევაში გადავიდე პირად კომენტარებში და დაპირისპირებებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვურჩევდი პრემიერს, რომ მეტი პოლიტიკური სიმწიფით, მეტი სერიოზულობით მოეკიდოს საქმეს, ეს პირველ რიგში მისთვის არის კარგი და ნუ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც პირველ რიგში მხოლოდ მას დააზიანებს. არ არის ეს სწორი, ჩვენ შეიძება რაღაცაზე პოლიტიკურად ვერ შევთანხმდეთ, შესაძლოა რაღაცასთან დაკავშრებით კონფლიქტური ვითარება გვქონდეს, მაგრამ ჩვენ არ ვკადრებთ ჩვე თავს არავიტარ შემთხვევაში იმას, რომ ვუწოდოთ ავანტიურისტები, არასერიოზულები, უტვინოები. საზოგადოებას გამოაქვს თავისი დასკვნები, აქედან გამომდინარე ძალიან მოკლედ შემოვიფარგლები, მეგობრულად ვურჩევდი მას. თუ გაიზიარებს მისთვის უკეთესი იქნება. ჩვენ რაც ვართ ის ვართ, არ შევცვლილვართ და ვერაფერი ვერ შეგვცვლის. ემოციური განცხადებებისგან თავს ვიკავებ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






