იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" ოფიციალურად დღეს დატოვებს. მისი თქმით, აღნიშნული თხოვნით პარტიის თავმჯდომარეს ირაკლი ალასანის დღეს მიმართავს.
"მე დღეს მივმართავ ჩემს მეგობარს, ძალიან ძვირფას ადამიანს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და დავტოვებ ამ პარტიას. მე მათ წარმატებას ვუსურვებ. მგონია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე ამ კონტექსტში დღეს ყველაზე სწორია. მჯერა, რომ რაც არ უნდა ხარვეზები იყო მთავრობის მუშაობაში, მას აქვს ერთადერთი კურსი - ეს არის ევროატლანტიკური კურსი. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ, მთავრობასთან და კოლეგებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გავაგრძელო ისეთივე დაუღალავი შრომა, როგორსაც იუსტიციის სამინისტრო, თითოეული თანამშრომელი ახორციელებდა ბოლო ორი წლის მანძილზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






