ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია, საგარეო ვიზიტებისას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დროს მიღწეულ პროგრესზე საუბრობდნენ და არ ცდილობდნენ ამჟამინდელი ხელისუფლების მიღწევებზე ესაუბრათ და დასავლეთის ქვეყნებისთვის მოეხსნათ ის არასწორი განცდა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს:
„ბოლო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებას ესმოდა, რომ ევროპაში და ამერიკაში არის განცდა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, თურმე შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე, პირდაპირ მინდა განვაცხადო როცა ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპაში და ამერიკაში, ღიად აცხადებდა რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები იყო სამაგალითო და მას უნდა დავეფუძნოთ ჩვენ, საუბარი არ იყო იმ მკვლელობებზე და არაადამიანურ მოპყრობებზე და იმ დარღვევებზე რაზეც ახლა მიმდინარეობს გამოძიებები, ამის გამგრძელებელი იყო ბუნებრივია მაია ფანჯიკიძეც, ის არასწორი განცდა რაც კიდევ არის ევროპაში და ამერიკაში ვერ მოიხსნა და აშკარად გამოიკვეთა რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რომ არ მომხდარიყო რეალობის ჩატანა. იგივე მაია ფანჯიკიძის ქმედებებში, მე ძაქლიან ხშირად მქონია შეკითხვები და ეჭვებიც და ალასანიამ კი ღიად განაცხადა რომ ეს იყო სამაგალითო და მას უნდა დავეფუძნოთ და გავაგრძელოთ ის კურსი, რაც სააკაშვილს ქონდა აღებული, ამაზე მეტი თვითლუსტრაცია რა შეიძლება იყოს. როდესაც ჩვენ ვცდილობდით, რომ ის რაც ხდებოდა გამოგვეტანა სააშკარაოზე, ეს უნდა მოეხერხებინა საგარეო საქმეთა მინისტრს, აქ კი ალასანია იყო პირდაპირ ჩართული. კითხვები მაქვს და ეს კითხვები არის უფრო მეტად გაღრმავებული. ის რომ ევროპაში და ამერიკაში კითხვები და არასწორი განცდა ვერ მოეხსნათ არის ალასანიას, მაია ფანჯიკიძის და ბუკა პეტრიაშვიულის პასუხისმგებლობა.
მასალის გამოყენების პირობები






