მრავალშვილიან ოჯახებს ზამთარში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებათ
პოლიტიკა - 12:24, 10 Nov, 2014     2062

ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი ოქროყანაში, №119 აგარაკზე მცხოვრები თათული და გიორგი წიკლაურების მრავალშვილიან ოჯახს ეწვივნენ.

გასულ ზამთარს ოჯახის დავალიანებამ 565 ლარს მიაღწია. შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინიციატივით მრავალშვილიან ოჯახს გაზმომარაგება უკვე აღუდგა, ხოლო დაგროვილ დავალიანებას ისინი ეტაპობრივად თვეში 10-10 ლარობით დაფარავენ.

სოციალური დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 2 000-მდე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2014 წლის 24 ოქტომბერს სოციალურად დაუცველი, დევნილი და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების მიზნით შემუშავებული გეგმის თანახმად, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის" აბონენტებს, სადაც ოთხი და მეტი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, ზამთრის პერიოდში გადაუხდელობის მიზეზით გაზმომარაგება აღარ შეუწყდებ, ხოლო დაგროვილ დავალიანებას ეტაპობრივად დაფარავენ.

ამ ინიციატივას დედაქალაქის მასშტაბით უკვე გამოეხმაურა ასზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახი. მათ უკვე გაიარეს შესაბამისი რეგისტრაცია შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის" რაიონულ ბიზნესცენტრებში, სადაც მათ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განწილვადების განსაკუთრებული პირობები შესთავაზეს. ყველა შემთხვევაში კომპანიამ დაუყოვნებლივ აღადგინა გადაუხდელობის მიზეზით შეწყვეტილი გაზმომარაგება.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის" მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კომპანია მრავალშვილიანი ოჯახების, ისევე როგორც სოციალურად დაუცველი აბონენტების პატრონაჟს მუდმივად გააგრძელებს. აბონენტებს, რომელთაც ეჭვი ეპარებათ მათ ბინებში დამონტაჟებული გაზის გამათბობლების ან გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლების გამართულობაში, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად შეუძლიათ დარეკონ კომპანიის ბიზნესცენტრებში და კვალიფიციური სპეციალისტები მათ უსასყიდლოდ შეუმოწმებენ გაზის დანადგარებს.

ოქროყანაში, №119 აგარაკზე მცხოვრები თათული და გიორგი წიკლაურების ოჯახში ოთხი პატარა: 8 წლის კესო, 7 წლის მარიამი, 4 წლის თეკლა და 2 წლის ბარბარე იზრდებიან. მას შემდეგ, რაც ოჯახის უფროსი უმუშევარი დარჩა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახი მხოლოდ სოციალური დახმარების და დედის მცირე ჯამაგირის იმედად დარჩა. შესაბამისად, ახალგაზრდა ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვა გაზის გადასახადი და გასულ ზამთარს დავალიანებამ 565 ლარს მიაღწია. შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინიციატივით მრავალშვილიან ოჯახს გაზმომარაგება უკვე აღუდგა, ხოლო დაგროვილ დავალიანებას ისინი ეტაპობრივად თვეში 10-10 ლარობით დაფარავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42